შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დღეიდან, 10 ნოემბრიდან შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. ამ საკითხზე უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.

სექტემბრის ბოლოს გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბიეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ პირი, რომელმაც მემორიალი დაარბია, მათთვის ცნობილია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.