ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის გამო მორიგი დაპირისპირებაა. კარვის გაშლა ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სურდა, რომელიც შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისის მერიისგან ზაზა სარალიძემ წერილი მიიღო, რომ რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ის რამდენიმე დღეა აქციას მართავს საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაედგათ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაგეგმა.

როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მან პოლიციის ქმედებების შესატყობინებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დარეკა და რეაგირება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ადევნეთ თვალი On.ge-ს პირდაპირ ეთერს ადგილიდან.