ენიო მორიკონე ცილისწამებას პასუხობს და ამბობს, რომ ტარანტინო არ გაულანძღავს
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ ფლეიბოის გერმანულმა გამოცემამ ლეგენდარული კომპოზიტორის ენიო მორიკონეს ინტერვიუ გაავრცელა, სადაც მორიკონე ტარანტინოს აკრიტიკებდა და მას კრეტინს უწოდებს.
კომპოზიტორი, რომელმაც კარიერაში პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ოსკარი კვენტინ ტარანტინოს ფილისთვის, The Hateful Eight, დაწერილი მუსიკით აიღო, ჟურნალ ფლეიბოისთან ინტერვიუში ამბობდა:
"ტარანტინო ძალიან ქაოტურია. ფიქრის გარეშე ლაპარაკობს და ყველაფერს ბოლო წუთს აკეთებს. შეუძლია ფილმის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მთელი მუსიკის დაწერა მოგთხოვოს, რაც შეუძლებელია. ეს ძალიან მაბრაზებს. ტარანტინო ჩვეულებრივი კრეტინია. მხოლოდ ის შეუძლია, რომ იდეები სხვებს მოპაროს, საკუთარი არაფერი გააჩნია, ეს კი მას რეჟისორად ვერ აქცევს. ტარანტინოს არაფერი აქვს საერთო ჯონ ჰიუსტონთან, ალფრედ ჰიჩკოკთან ან ბილი უაილდერთან. ისინი შეუდარებლები იყვნენ", -
მუსიკოსი ასევე იხსენებს 2016 წელს აღებულ ოსკარსაც:
"ზურგის ტკივილის მეტი იმ საღამოს არაფერი მიმიღია და თუ სცენაზე ბედნიერი ვჩანდი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვხვდებოდი ეს მოსაწყენი ცერემონია მალე დასრულდებოდა და სახლში წავიდოდი", - იხსენებს მორიკონე.
მოგვიანებით ჟურნალის მიერ გავრცელებულ ამ ინტერვიუს მორიკონე გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ამ გამოცემასთან არასდროს უსაუბრია.
"არასდროს მიმიცია ფლეიბოისთვის ინტერვიუ, ის რაც მათ დაწერეს სრული სიცრუეა. არასდროს მიწოდებია ტარანტინოსთვის კრეტინი და მისი ფილმები არასდროს მომიხსენებია, როგორც ნაგავი. მე მქონდა პატივი მემუშავა ამ შეუდარებელ რეჟისორთან და მისი ფილმებისთვის დამეწერა მუსიკა. მეტიც, მე კვენტინ ტარანტინოს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ რეჟისორად მივიჩნევ", - ამბობს ენიო მორიკონე.
კომპოზიტორის ამ განცხადებას არ გამოხმაურებია გერმანული ფლეიბოის რედაქცია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები