მიხეილ სააკაშვილი

13 Nov. 2018, 00:50

როდესმე გაგიგიათ ჩემს შვილს ედუჩას ან ნიკუშას ვინმე შეუწუხებია?! ათას რამეს მიგონებდნენ... ამ დროს კაცი მივიდა, დაკეტა სვეტიცხოველი, გადააქცია პროვინციული რიტუალების ადგილად, დადგა სკამები, არ შეუშვა ხალხი. ეკლესია რომელიც არავის არასდროს დაუკეტია, ეკლესია რომელიც ყველასია.

ამაზე ფეისბუქზე დაწერეს — ოო, სააკაშვილი ანგრევდა ეკლესიებს. რომელი ეკლესია დავანგრიე? გლდანის ფარდული? რომელზეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იძახდა, რომ ეს კაცი არის განდგომილი, მღვდლებს ესხმის თავს და რამე ქენით ამაზე?! 600 ეკლესია აღდგა ჩემ დროს, მათ შორის ვამაყობ ფოთის საკათედრო ტაძრით და განსაკუთრებით ბაგრატით.

სამება რომ მიიწერა ივანიშვილმა, პირველი, რაც ვქენი, როცა პრეზიდენტად მოვედი, ფული გამოვყავი სამების დამთავრებაზე და მთელი საქართველო აშენებდა. ვიღაცის ყულაბაში ჩაგდებული 50 ლარი უფრო მეტი იყო ვიდრე ივანიშვილის 50 მილიონი, რადგან ადამიანმა ბოლო 50 ლარი ჩადო. მერე მოოქროვილი გუმბათი ჩემი ინიციატივა იყო, სახელმწიფო ფულით გაკეთდა სამების მნიშვნელოვანი ნაწილი. ივანიშვილის იყო ძალიან პატარა ნაწილი იმის, რაც ხალხმა დადო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ