10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს ინფექციებზე
საშარდე გზების ინფექცია ანუ UTI ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო რამაა ქალის ცხოვრებაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცოდნა ის ძალაა, რომელიც გამოსავლის პოვნაში შეიძლება დაგეხმაროს.
იმედია, ეს ფაქტები ინფექციის არიდებასა და მკურნალობაში დაგეხმარება, ან მათი წაკითხვის შემდეგ ის უფრო ნაკლებად პრობლემური მოგეჩვენება.
1. როდის ინფიცირდები?
საშარდე გზები ინფიცირდება მაშინ, როცა შარდის ბუშტში ბაქტერია შარდსადენიდან ხვდება. შემდეგ ის ბუშტის კედელს ეკრობა, მრავლდება და საშინლად მტკივნეულ ანთებას იწვევს.
2. საიდან მოდის ბაქტერიები?
ნორმალური მოვლენაა, თუ ინფექცია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გემართება, რადგანაც შარდსადენი ანუსთან საკმაოდ ახლოსაა. იქ კი უამრავი ბაქტერია ცხოვრობს, რომელიც "ზრუნავს" იმაზე, რომ შარდის ბუშტში მოხვდეს და ცისტიტი დაგმართოს.
3. რა სიმპტომები აქვს?
ინფექციის ყველაზე ზოგადი სიმპტომები ხშირი და მტკივნეული შარდვაა. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სულ ტუალეტში გასვლა გინდა და როდესაც შარდავ, საშინელი წვის შეგრძნება გაქვს.
4. ეს სიმპტომები აუცილებლად ამ ინფექციაზე არ მიუთითებს?
ამ სიმპტომების ცოდნა არ ნიშნავს, რომ ექიმთან მისვლა არ გჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაამოწმო თავი და დარწმუნდე, რომ რაღაც სხვა ხდება შენს ორგანიზმში. მაგალითად თირკმელში კენჭი, ან ნორმაზე მეტად გააქტიურებული შარდის ბუშტი
5. მართალია, რომ ინფექცია სექსით გადადის?
უროლოგიურ პრობლებემში მთავარი "დამნაშავე", შესაძლოა, ხშირი სექსი იყოს, რადგან ამ დროს შარდსადენის გარშემო უამრავი ბაქტერია შესაძლოა მოხვდეს. უროლოგები ამას "თაფლობის თვის დაავადებასაც" უწოდებენ, მაგრამ ეს ვითომ სასაცილო სახელი მას ნაკლებად შემაწუხებელს არ ხდის.
6. რა როლი აქვს ჰიგიენას?
ინფექციის მიზეზი, შესაძლოა, არაჰიგიენურობაც გახდეს. სავარაუდოდ ყველამ იცის ოქროს წესი, რომ ტუალეტში გაწმენდა წინა ნაწილიდან უკანა მხარეს იწყება. თუ პირიქით იზამ, იცოდე, რომ ბაქტერიების საბადოს შარდის ბუშტისკენ მიმართავ.
7. რა კავშირშია ვარჯიში და უროლოგიური პრობლემა?
თუ ვარჯიშის შემდეგ ოფლიან სამოსში დიდხანს დარჩები, იცოდე, რომ წინ მტკივნეული დღეები შესაძლოა გელოდეს. თბილი და ოფლიანი გარემო ბაქტერიების იდეალური საცხოვრებელია.
8. შეიძლება, რომ ხალხური რჩევები დამეხმაროს?
შესაძლოა ისეთი მრავალი არამეცნიერული რჩევა მოისმინო ინფექციისგან განსაკურნებლად, როგორიცაა კენკრის წვენის, ვიტამინი C-სა ან ბევრი წყლის მიღება, და რამდენიმემ შესაძლოა გაამართლოს კიდეც, თუმცა ექიმთან ვიზიტი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
9. შეიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სიტუაციას ართულებდეს?
დაბალი ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ინფექცია ხშირად გემართება. ესტროგენი ვაგინას თავისი სითხისა და მჟავის შენარჩუნებაში ეხმარება და მათი ხარისხის დაცემის შემთხვევაში, ინფექცია მარტივად ვრცელდება.
10. როგორ შევიმსუბუქო ტკივილი, სანამ ექიმთან მივალ?
ექიმთან წასვლამდე, სიტუაციის შემსუბუქებაში ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება დაიხმარო. კონკრეტულმა პრეპარატმა შარდის შეფერილობა შესაძლოა გაამუქოს, თუმცა დანიშნული ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ეს პრობლემაც ინფექციასთან ერთად გაივლის.
ყველა სხეული და ასევე შარდის ბუშტი განსხვავებულია, ასე რომ, მეგობრების რეკომენდაციები თუ არ დაგეხმარა, არ შეშინდე და გახსოვდეს, რომ სპეციალისტთან საუბარი შენი პრობლემის მოგვარებას უფრო დააჩქარებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები