ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში I მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი ჩატარდა
პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ზუსტად ასი წელი გავიდა და ამ თარიღის აღსანიშნავად ილიაუნიში სიმპოზიუმი ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიის საელჩოსა და ილიაუნის ერთობლივი ორგანიზებით შედგა. მასში მონაწილეობას იღებდნენ იმ ქვეყნების ელჩები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩართულნი.
სიმპოზიუმს, მოწვეული სტუმრების გარდა, უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. თითოეულმა ელჩმა მისი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული ომის შესახებ ისაუბრა და აუდიტორიას ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც ევროპამ პირველი მასშტაბური ომის შემდეგ მიიღო.
პირველ მსოფლიო ომს 20 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. დაინგრა იმპერიები, შეიქმნა ახალი სახელმწიფოები - მთელი გეოპოლიტიკური ვითარება სრულიად შეიცვალა. დაიწყო რევოლუციები, მათ შორის რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია, რომლის შედეგებმაც საბჭოთა რუსეთის ფედერაციის შექმნა გამოიწვია. 1921 წელს კი, რსფსრ-მ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.
სიმპოზიუმის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს საკითხი იყო. ელჩებმა ასევე ისაუბრეს მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზეც. მათი აზრით, პირველი მსოფლიო ომის შედეგების არასწორმა გადააზრებამ მსოფლიო მეორე კატასტროფამდე მიიყვანა.
"სიმპოზიუმზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომის შედეგები და კავშირი საქართველოსთან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ღონისძიებას იმ ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ომში იღებდნენ მონაწილეობას", - განაცხადა ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ.
ავსტრიის ელჩის თქმით, სიმპოზიუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც. მან აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპა უძლური აღმოჩნდა სხვა გამოწვევების წინაშე.
"მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თითქოს ყველაფერი სწორად ვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ იყო საბჭოთა რუსეთის ოკუპაცია, სამოქალაქო ომები და დიდი გაჭირვება. სწორედ ამ გამოწვევებზე, გამოცდილებასა და შედეგებზე ვისაუბრეთ დღეს", - თქვა ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები