სააპელაციომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დატოვა ძალაში. ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებაში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობისთვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოს ძიმცეიშვილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.
ე.წ სერგო თეთრაძის საქმე
პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში ახალაიამ "წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით" სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება წამების გზით, თითქოსდა ისინი რუსეთის სასარგებლოდ "ჯაშუშობდნენ".
2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. "ჯაშუშობაში მხილებული", თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. პროკურატურის განცხადებით, ახალაია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მათ რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ.
სერგო თეთრაძემ დანაშაული არ აღიარა. როგორც უწყებაში ამბობენ, ამის გამო ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მოადგილესთან და გლდანის №8 საპყრობილის დირექტორთან ერთად ის აწამეს და სექსუალურად იძალადეს. თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
სასამართლომ დაადგინდა, რომ ზემოაღნიშნული გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, ახალაიამ ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.
პროკურატურის თქმით, 2011 წლის სექტემბერში "ჯაშუშობის" საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი. მათივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ახალაიას და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ ეს თანხა კონფიდენტებზე, ე.წ "ჯაშუშებზე" ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა.
ახალაია მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით; 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. თითოეულ საქმეზე ახალაიას სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საბოლოო ჯამში, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ კანონით, სასჯელის სახედ და ზომად ახალაიას განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება
ძიმცეიშვილი კი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 341-ემუხლი. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები