არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადადებული საბანკო რეგულაციები ისევ გადავადდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო შეზღუდვების რეგულაციები ისევ გადაავადა. ახლა უკვე 2019 წლის იანვრამდე. ეროვნულმა ბანკის ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას.
ეროვნული ბანკის ახალი პროექტი სხვადასხვა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს. მათ შორის, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლის ძირი თანხაც ვადის ბოლოს დაიფარება. გარდა ამისა, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი მომხმარებელს სესხს აღარ მისცემს და თუ მომხმარებელს სესხის დაფარვა საპენსიო ასაკში მოუწევს, თანხას უფრო ძნელად მიიღებს.
შეზღუდვა ხელფასის ოდენობის მიხედვით
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის გადასახდელად განსაზღვრული ზედა ზღვრული თანხები, რომელიც ხელფასიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ბანკებმა.
პროექტით, რაც უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება მსესხებელს, მით უფრო ნაკლები იქნება ყოველთვიურად სესხის დასაფარად გადასახდელი თანხა. თუ ხელფასი მსესხებელს 500 ლარამდე აქვს, ბანკმა სესხი ისე უნდა გადაანაწილოს, რომ პირს 15 პროცენტზე მეტის გადახდა არ მოუწიოს.
როგორი პროპორცია იქნება შემოსავალსა და ყოველთვიურ სასესხო გადასახადს შორის:
- 500 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მაქსიმუმ 75 ლარი (15%);
- 500 - 1 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 100-დან 200 ლარამდე (20%);
- 1 000 - 2 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 250-დან 500 ლარამდე (25%);
- 2 000 - 4 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 600-დან - 1 200 ლარამდე (30%);
- 4 000 - 8 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 1 400-დან 2 800-მდე (35%);
- 8 000 - 16 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 3 200-დან 6 400 ლარამდე (40%);
- 16 000 ლარზე მეტი - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 8 000 ლარზე მეტი (50%).
შეზღუდვა თანამსესხებლებზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არაა ფინანსური კომპანია სესხს არ გასცემს. პროექტი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მისი მიღების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
დოკუმენტით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა, დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი/კრედიტი გასცეს მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე.
განმარტება: თანამსესხებელი ნიშნავს პირს, რომელთან ერთადაც საერთო სესხის იღებთ და არა — თავდებს.
ძირი ფულის დაფარვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტით, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლითაც "ძირი თანხა" ან მისი დიდი ნაწილი გადახდის ვადის ბოლოს დაიფარება. ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება ისეთ იპოთეკურ სესხებზე, რომლის ვადაც 6 თვეა, სხვა ტიპის სესხების შემთხვევაში კი — 3 თვე.
საპენსიო ასაკში სესხის აღების შეზღუდვა
იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი სესხის დაფარვის მომენტისთვის საპენსიო ასაკის იქნება მსესხებელმა ორგანიზაციამ დამატებითი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტში.
მაგალითად, თუ ხართ 59 წლის დასაქმებული და გადაწყვეტთ 10-წლიანი იპოთეკური ან სხვა სესხის აღებას უფრო მეტი არგუმენტია საჭირო თანხის მისაღებად. მსესხებელმა კომპანიამ უნდა დასაბუთდეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში სესხის დაფარვა როგორ მოხდება.
"სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის/კრედიტის დაფარვის წყაროდ", — ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები