საშინლად გული მტკივა — იური მეჩითოვი 9 აპრილზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, რომელმაც განაცხადა, რომ 9 აპრილს რუს სამხედროებს არავის მოკვლა არ სურდათ და ხალხი ასფიქსიით დაიღუპა, ბოდიშს იხდის. მისი ვიდეომიმართვა Youtube-ით გავრცელდა.
"საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს, ასეთი განცხადებები, რომელსაც არ ჰქონდა მიზეზი, ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ასე მოხდა. მე არ ვეძებ გამართლებას და არ ვამართლებ ჩემს თავს, რამეთუ ეს ტკივილი ნამდვილია", — ამბობს მეჩითოვი.
Al Jazeera-სთან ინტერვიუში მეჩითოვმა 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის 9 აპრილი იყო შოუ და ახალგაზრდები სწორედ ამიტომ დარჩნენ მიტინგზე.
15 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მეჩითოვი ამბობს, რომ ინტერვიუში 30-წუთიანი საუბრიდან სამი წუთის გაშვებით 9 აპრილის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ცუდი შთაბეჭდილება შეიქმნა:
"იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ, რადგან მე მოწმე ვიყავი ამ ყველაფრის. იმ გადაღებულ სურათებში მოხვდა ერთი ადამიანი, რომელიც მერე მე შევნიშნე და შემძრა ამ სურათმა და გავაცნობიერე, რომ დღე-ნახევარში ის ადამიანი აღარ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა კადრის მიღმა, მთელი ეს ჩემი წუხილი, მთელი ეს ჩემი ცრემლი და დარჩა ის, რაც დარჩა".
როგორც მან განაცხადა, ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა ის იზიარებს იმ რისხვას, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ გაუჩნდა.
"ძალიან გული მტკივა, რომ, აი, ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამე მოხდებოდა და ასეთი რამე შეიძლებოდა მეთქვა. და ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ შეაჩერებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი და ბევრ რამეს ვიზიარებ, რაც იყო გამოქთმული ჩემ მიმართ, იქნება კარგი", — აღნიშნა მეჩითოვმა.
რამდენიმე დღის წინ მეჩითოვის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ გალერეა Fotografia-ში პირველ დეკემბერს დაანონსებული გამოფენა გადაიდო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები