NGO-ები: კაბელების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქმნება განცდა, რომ ის პოლიტიზირებულია
არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. კაბელების საქმეზე 16 მაისს გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან და განმარტავენ, თუ რა ქმნის იმის განცდას, რომ საქმეზე გამოტანილი განაჩენი მიკერძოებული და პოლიტიზირებულია. NGO-ები ამბობენ, რომ განაჩენთან დაკავშირებულ ეჭვებს ამყარებს ის ფაქტი, რომ ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიასა და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია დაპირისპირებაც, რასაც შედეგად ალასანიას გადადგომა მოჰყვა:
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
- ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს თავისუფალი დემოკრატები აქციით უპასუხებენ
- არასამთავრობოების არგუმენტები კაბელების საქმეში ბრალდების პოლიტიკურ მოტივაციაზე
- ალასანია: მურუსიძის სასამართლოსი არ მწამს, იქ შეკვეთილ გადაწყვეტილებას მიიღებენ
"განსაკუთრებით საყურადღებო იყო ივანიშვილის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ მაშინ, როდესაც საქმის ნაწილს იმ მომენტისთვის გრიფი საიდუმლო ედო. საზოგადოებისთვის გაურკვეველი დარჩა, რატომ და რა გზებით ფლობდნენ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ პირები, რომლებიც გამოძიებაში არ იყვნენ ჩართულები და საქმის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ".
ამასთან, არასამთავრობოების განმარტებით, ის თანხა, რომლის გაფლანგვასაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა ედავება, ამ პირების სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა:
"მსჯავრდებულების თანამდებობების მიხედვით ისინი ასევე მოკლებული იქნებოდნენ შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. ამდენად გაურკვეველია, რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს".
არასამთავრობოები განმარტავენ, რომ ე.წ. კაბელების პროექტი მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, თანხა კი ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით გადაირიცხა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმეში მსჯავრდებული პირების ჩართულობის ხასიათსა და ხარისხზე, ასუსტებს რა პროკურატურის არგუმენტაციას:
"წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსაჯვრდებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 18 თვიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 2 არასამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება".
ორგანიზაციები ასკვნიან, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული, მსჯავრდებულების დაკავების წინაპირობები და საქმის განვითარების დროს არსებული კონტექსტი, საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან ერთად ერთობლიობაში ქმნის განცდას, განცდას, რომ აღნიშნულ საქმეში მართლმსაჯულება მიკერძოებულად და შესაძლო პოლიტიკური გავლენებით განხორციელდა.
გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: TI, EMC, IDFI, PHR, ISFED, GDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დამნაშავედ 16 მაიის ცნო და სასჯელად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები