ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს
კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 წლის გეგმებზე ბიზნეს მედიასთან საუბრობს. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის, ლუკა ჩაჩიბაიას განცხადებით, GWP-მ წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალანირების ქსელი გაიყვანა. ქსელის გაყვანა დაიწყო ასევე ისეთ უბნებში, სადაც, ისტორიულად, წყლის მიწოდება აქამდე არ ყოფილა. ჩაჩიბაია განმარტავს, რომ მიმდინარე წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 200 მილიონ ლარში შედის როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ისე სხვა საინვესტიციო პროექტები.
"წელს 140 კილომეტრზე მეტი წყლისა და წყალარინების ქსელი განვაახლეთ. კახეთის გზატკეცილის ერთ მხარეს დავიწყეთ გზის მოწესრიგების სამუშაოები და რამდენიმე დღეში დასრულდება. წელს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განვახორციელეთ, მაგალითად, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე მთლიანად გამოვცვალეთ ქსელები. გარდა ამისა, სხვა ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქალაქის მასშტაბით ისეთ უბნებში როგორიცაა ვაზისუბანი, ვარკეთილი, გლდანი. ურბანული განვითარებისთვის მოვაწყეთ როგორც წყლის, ასევე წყალანირების ქსელები ისეთ ადგილებში, სადაც ისტორიულად წყლის მიწოდება არ ყოფილა. როგორიცაა ბეთანია, კვესეთი, კაკლები. ამ ადგილებში ხდება მთლიანად 35-კილომეტრი სიგრძის ქსელის გაყვანა. კაკლები უკვე დასრულების ეტაპზეა და წლის ბოლოს დასრულდება მთლიანად სამუშაოები. რაც შეეხება ბეთანიასა და კვესეთს, ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში მოხდება დასრულება. ამ ეტაპზე სადღაც 4 000-კილომეტრიანი ქსელების მეურნეობას ვემსახურებით და ამის 35% უკვე განახლებულია", — აცხადებს ლუკა ჩაჩიბაია.
გარდა იმისა, რომ კომპანიამ წელს 140 კილომეტრიანი ქსელი განაახლა, დასრულდა ისეთი სტრატეგიული პროექტები როგორიცაა გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია და ბოდორნაჰესის მშენებლობა.
როგორც GWP-ს ინვესტიციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გურამ ახვლედიანი განმარტავს, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციაზე 60 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
"ეს არის დედაქალაქის სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ჩამდინარე და კომუნალური წყლების გაწმენდასა და ამ გაწმენდილი წყლის უკვე ბუნებაში დაბრუნებას", —აცხადებს ახვლედიანი.
რაც შეეხება ბოდორნაჰესს, მისი თქმით, მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა, რაზეც 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"აშენდა ე.წ მწვანე ჰესი არსებულ ინფრასტრიქტურაზე. ეს არის 2,5 მეგავატი სიმძლავრის ჰესი, რომლის საშუალო გამომუშავება არის 15 მილიონი კილოვატსაათი", — აცხადებს ახვლედიანი.
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი ინვესტიციებს ახორციელებს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ შექმნეს ტრენინგ ცენტრი, სადაც ხდება როგორც საინჟინრო, ისე საოპერაციო მომსახურების სპეციალისტების მომზადება.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები