ქალთა მოძრაობა: ზურაბიშვილის კამპანიიდან გაქრობა გენდერული თანასწორობის იდას აზიანებს
ქალთა მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე ქართული ოცნების კაცი ლიდერების გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, საარჩევნო კამპანიიდან გაქრობა გენდერული თანასწორობის იდეას აზიანებს და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
როგორც ქალთა მოძრაობა აცხადებს, საარჩევნო კამპანიის "დაბალი კულტურის" მიუხედავად, დღემდე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული საარჩევნო კამპანია არც ერთ ანგარიშში არ დაფიქსირებულა, გარდა ცალკეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან (მიხეილ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი) გაკეთებული რამდენიმე სექსისტური გამონათქვამისა:
"ამის მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდი გამუდმებით ცდილობს მათ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკირმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე".
სალომე ზურაბიშვილის ახალი ბილბორდები
15 ნოემბერს დილიდან თბილისსა და ბათუმში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ბანერები გამოჩნდა, რომელზეც თვითონ ზურაბიშვილის ნაცვლად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე არიან გამოსახული.
პარტია ქართული ოცნება ბილბორდებზე ლიდერების გამოჩენას პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნის. პარტიაში აცხადებენ, რომ მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არაფერია განსაკუთრებული, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც.
პარლამენტის დეპუტატის ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების ერთიანობის ხაზგასმა მეორე ტურის ახალი ბილბორდების მთავარი გზავნილია.
საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებზე ქართული ოცნების კაცი ლიდერების გამოჩენა "შოკისმომგვრელი სექსისზმი და სიბეცეა".
პატარაიას თქმით, ზურაბიშვილს სახე წაართვეს და მისი სახელი კაცებმა მიიტაცეს, რადგან ჰგონიათ, რომ სალომე არ ვარგა პოლიტიკოსად და თვითონ უკეთესები არიან. ეს კი, მისივე თქმით, "ყველა ქალის შეურაცხყოფაა და არა მხოლოდ სალომესი".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები