15 ბიბლიოთეკა, რომელიც ჰოგვორტსს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს
თუ ხშირად გიოცნებიათ, რომ ჰოგვორტსში ერთხელ მაინც მოხვედრილიყავით, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა, რადგან მაგიურ კედლებში თავის ამოყოფის ასეთი შანსი ბევრჯერ არ მოგეცემათ.
დიახ, ინსტაგრამის ეს 15 პოსტი დაგარწმუნებთ, რომ მსოფლიოში არაერთი ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც ჰოგვორტსს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მათი მონახულება კი ნებისმიერ პოტერჰედს და წიგნის ჭიას გააბედნიერებდა.
აი, ისინიც:
1. ჯონ როილენდის ბიბლიოთეკა, ინგლისი
ჯონ როილენდის ბიბლიოთეკა 100 წლის წინ საჯარო დაწესებულებად აშენდა. თუმცა, დღეს ის მანჩესტერის უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილია. აქ ხშირად აფიქსირებენ ნახევრად უთავო მოჩვენებებს.
2. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ვაშინგტონი
1923 წელს აშენებული შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა ნამდვილად მოგაგონებთ ჰოგვორტსის მთავარ მისაღებ დარბაზს.
3. პარლამენტის ბიბლიოთეკა, კანადა
პარლამენტის ბიბლიოთეკა კანადაში 1876 წელს აშენდა და მას დღემდე გოთიკური ელემენტები და ფერიების პატარა სოროები ამშვენებს.
4. რიო-დე-ჟანეიროს ბიბლიოთეკა, ბრაზილია
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჰერმიონი ამ ათასობით წიგნს პირველივე კურსზე წაიკითხავდა.
5. მონასტრის ბიბლიოთეკა, ჩეხეთი
ეს ბიბლიოთეკა თავისუფლად შეიძლება ჰოგვორტსის რომელიმე დირექტორის პირად რეზიდენციად განვიხილოთ.
6. მეცნიერების ბიბლიოთეკა, გერმანია
გერმანულად ამ ბიბლიოთეკას Oberlausitzische Bibliothek der Wissenschaften ჰქვია, რომლის სწორად წარმოთქმაც მხოლოდ ჰერმიონა გრეინჯერს გამოუვიდოდა.
7. მანჩესტერის ბიბლიოთეკა, ინგლისი
ეს ინგლისის ყველაზე ძველი საჯარო ბიბლიოთეკაა. დიდი შანსია, რომ აქ ოდესღაც წიგნებს ნამდვილი ჯადოქრებიც კითხულობდნენ.
8. მორგანის ბიბლიოთეკა, ნიუ-იორკი
ნიუ-იორკში 1924 წელს გახსნილი მორგანის ბიბლიოთეკა დღეს მუზეუმის ფუნქციასაც ითავსებს. აქვე ინახება ქვიდიჩის ისტორიის ყველაზე იშვიათი ტომეულიც.
9. ნაციონალური ბიბლიოთეკა, პორტუგალია
დაუჯერებელია, მაგრამ ეს ბიბლიოთეკა 300 წლის არის. ამბობენ, რომ ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა მწერალი ნიუტ სკამანდერი.
10. სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა, ირლანდია
სამების კოლეჯი 1592 წელს აშენდა და დღემდე ის ირლანდიის (ჯადოსნური სამყაროს) ყველაზე დიდი საჯარო ბიბლიოთეკაა.
11. ჩიკაგოს ბიბლიოთეკა, ილინოისი
ინგლისური არქიტექტურის ინსპირაციით აშენებული ჩიკაგოს ბიბლიოთეკა ჯადოქარ და მაგლ მკითხველებს 1912 წლიდან მასპინძლობს.
12. ბუდაპეშტის ბიბლიოთეკა, უნგრეთი
უნდა ვაღიაროთ, რომ ბუდაპეშტის ბიბლიოთეკაში ნებისმიერი ჯადოქარი თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობდა.
13. ადელაიდას სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ავსტრალია
ბიბლიოთეკა, სადაც ჰარი და რონი ათასგვარ ოინს განახორციელებდნენ.
14. ბაროკოს ბიბლიოთეკა, ჩეხეთი
ბაროკოს ბიბლიოთეკა ჩეხეთში 1722 წელს აშენდა და დღემდე აქ 20 ათასზე მეტი წიგნია დაცული. დიდი შანსია, რომ ნახევარპრინცის დაკარგული წიგნიც მათ შორის იყოს.
15. რომის ბიბლიოთეკა, იტალია
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ეს კედლები, წესით, ბევრ საიდუმლოს უნდა ინახავდეს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები