დავალიანების განულებას ეკონომიკაზე განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება — გიორგი კეპულაძე
საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა საბანკო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით ეკონომიკაზე განსაკუთრებულ ეფექტს არ იქონიებს. კეპულაძე ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯს ეკონომიკასთან გაცილებით ნაკლები კავშირი აქვს, ვიდრე პოლიტიკასთან.
მთავრობის ინიციატივამ, რომლითაც 600 ათას ადამიანს დავალიანება უნულდება, შესაძლოა, სესხების გადახდის მოტივაციაზე იმოქმედოს და ეს ფინანსურ სისტემას საფრთხეს შეუქმნის.
"ვინც აწი აიღებს მცირე სესხს, იფიქრებს, რომ, მოდი, არ გადავიხდი და სხვა მთავრობა მოვა ან ისევ ეს მთავრობა დამპირდება რამეს არჩევნების მოგების სანაცვლოდ, თან ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან გვესმის მსგავსი პოპულისტური დაპირებები. მას გაუჩნდება იმის მოტივაცია, რომ არ გადაიხადოს სესხი საერთოდ", — განაცხადა კეპულაძემ On.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ვალჩამოწერილი ადამიანების ეკონომიკური აქტიურობა ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედებს.
ის, რასაც ფინანსთა მინისტრი "სოციალურ პასუხისმგებლობას" უწოდებს, გიორგი კეპულაძე პოლიტიკურ პროცესებთან აკავშირებს.
"ეს არის წინასაარჩევნო პროცესი. ფონდი ქართუ ვიცით ვისიც არის და რატომ შეიძლება უნდოდეს, თუნდაც საქართველოს ყევლაზე მდიდარ ადამიანს ამდენი ადამიანის ვალის გასტუმრება. არის თუ არა ეს მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, ამაზე უკვე პოლიტპიარის ტექნოლოგიებმა და მცოდნეებმა უნდა ისაუბრონ", — განაცხადა კეპულაძემ.
მისივე განმარტებით, ფონდმა ქართუმ იყიდა ჩამოწერილი პორტფელები სესხის ყველა გამცემი კომპანიისგან და ახლა ამ პორტფელებს თვითონ ფლობს. მისივე თქმით, მას შეუძლია მსესხებლებს, მოსთხოვოს ამ დავალიანების გადახდა, მაგრამ ფონდმა ქართუმ დავალიანების დაფარვა თვითონ იკისრა.
როგორც კეპულაძე ამბობს, ქართი ფონდს დავალიანების გადახდა ბევრად ნაკლები დაუჯდება, ვიდრე 1,5 მილიარდი ლარია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკეს კომპანიებმა ერთმანეთში.
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა?
ფინანსთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ახალი ინიციატივა სწორედ ჭარბვალიანობასთან ბრძოლას უკავშირდება. პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, ინიციატივაზე ფიქრი მან ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიწყო და შედეგს რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს.
დავალიანების ჩამოწერისთვის პირი ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
- მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილია სესხის ნაწილი.
გამონაკლისი იქნებიან მიკროსაფინანსო კომპანი ვივუსის კლიენტები, რომელთაც დავალიანება არ ჩამოეწერებათ. ფინანასთან მინისტრის თქმით, კომპანია შეთანმების პირობებს არ დათანხმა.
ინიციატივაში დარღვევის ნიშნებს ხედავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი. იგი აცხადებს, რომ ვალების ჩამოწერის გეგმა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძეც მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერის შესახებ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, 100 ლარზე მეტი ოდენობის თანხით მოსყიდვაზე პასუხისმგებელია პროკურატურა და უწყება საქმით უნდა დაინტერესდეს.
"რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვა, როდესაც ის 100 ლარს აჭარბებს, არის სისხლის სამართლის დანაშაული", — აცხადებს ბენიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.
მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს", — აცხადებენ პროკურატურაში მთავრობის ინიციატივაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები