დეკანოზი ანდრია:

20 Nov. 2018, 20:40

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები უსახლკაროთა თავშესაფრებად უნდა მოეწყოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები მითუმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლის ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით ეწევა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია, ეს ელემენტარულია.

ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომ თითქოს საქართველოს პატრიარქმა ეკლესიების უსახლკაროებისთვის მოწყობის კურთხევა გასცა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში

ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები…