ივანიშვილი: არაპროფესიონალური ეგზიტპოლი ჩაატარეს, მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი
ქართული ოცნების დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი არაპროფესიონალური ჩაატარეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გუნდი, რომელიც ხელისუფლებს ყველა რგოლს ფლობს, თვითდაჯერებულობა ემატება.
"ზედმეტი თვითდაჯერებულობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, იმის როგორც ვითარდებოდა და ხდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლავთ ის, რომ პირველ ტურში რა შედეგსაც ველოდით. გუნდი საკუთარ ძალებში იმ დონეზე იყო დარწმუნებული, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებია, რეალურად პარტიული რესურსით ატარებდნენ კვლევებს და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლის შემდგომ მეც კი გამომიყვანეს ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, არამედ მოლოდინი ჰქონდათ რეალობასთან აცდენილი", — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, არჩევნების შედეგებით გუნდმა მიიღო ცივი შხაპი და დაინახა, რომ საზოგადოება რეაგირებს ხელისუფლების ქცევაზე.
სამი ეგზიტპოლი და სამი შედეგი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და სამი ეგზიტპოლის მიხედვით, სამი სხვადასხვა შედეგი დაიდო.
მმართველი პარტიის ეგზიტპოლით (მეთოდოლოგია), 52,3 %-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მათი თქმით, 28,1 % აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 9,2% დავით ბაქრაძეს. ფსიქოპროექტმა 100 უბანზე 5 104 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ფარგლები 2,6%-ია.
მეორე ტური იმართება რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებითაც. 16:00 საათის შედეგებით სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10%. რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.
ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით, მეორე ტური იმართება. კერძოდ, 37% აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 34% სალომე ზურაბიშვილს. პარტიის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 17% აქვს, შალვა ნათელაშვილს კი — 4. კომპანია BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.
BCG-ის ეგზიტპოლი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. ჩატარდა 105 საარჩევნო უბანზე. სულ გამოიკითხა დღის ბოლომდე 9 567 მოქალაქე. მაქს. ცდომილება 3%. გამოქვეყნდა ორი მონაცემი 1. საბაზისო რომელიც ითვალისწინებდა პასუხი უარზე და ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემად 2. ანალიტიკური შეწონვა რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა წინასაარჩევნო კვლევების შედეგები და ეგზიტპოლზე დასმული დამატებითი კითხვები (ქვეყნის მიმართულება და ხელისუფლების საქმიანობის შეფასება). ასევე რესპოდენტების დემოგრაფიული და გეოგრაფიული მაჩვენებლები.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები