ზეწოლის, მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები მეორე ტურის წინ — ISFED-ის ანგარიში
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის მიხედვით, მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველთან შედარებით კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება.
წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში ორგანიზაციამ დღეს, 21 ნოემბერს წარმოადგინა და 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ ისაუბეს.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადება სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ.
ISFED-ის შეფასებით, პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ "საგანგებო რეჟიმზე" გადასვლის შესახებ განაცხადა. ამასთან, ISFED მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას.
სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემდეგი შემთხვევები:
- ზეწოლა/მუქარის — 40;
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების — 14;
- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის — 13;
- სააგიტაციო მასალების დაზიანების — 6;
- საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის — 1;
- სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების — 3;
- ფიზიკური დაპირისპირების — 5;
- წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის — 2;
- დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის — 1.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ზეწოლა განხორციელდა, როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.
ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ.
მათივე დაკვირვებით, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას. ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები ითხოვენ ანონიმურობის დაცვას, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის ან სხვა სახის ანგარიშსწორების.
ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები:
"ოთხ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ოპოზიციური პარტიების აქტივისტებზე და მათ მხარდამჭერებზე, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ".
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, რასაც პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ადგილი არ ჰქონია.
ანგარიშში აღნიშნულია სამთავრობო ინიციატივა ვალების ჩამოწერაზე და შეფასებულია, როგორც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში "უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვა".
აღნიშნული პროგრამის გარდა, ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხების შეთავაზების ფაქტები.
ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ცალკეული ფაქტები, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მიმდინარეობისას. სალომე ზურაბიშვილს ხელის შეშლასთან ერთად შეურაცხყოფაც მიაყენეს.
სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები