პროკურატურა: ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდეს
პროკურატურის განცხადებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან ეკა გიგაურმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ირმა პავლიაშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. კერძოდ, არ განაცხადეს, თუ ვინ აცნობა მათ ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადების შესახებ.
უწყების განცხადებით, გიგაურმა და პავლიაშვილმა ინფორმაციის გაცემის უარი მიზეზად წყაროს უსაფრთხოება დაასახელეს. პროკურატურაში ამბობენ, რომ გიგაურმა გამოძიებას არც ნახსენები თათბირის ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირებისა და არც ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე მიაწოდა ინფორმაცია.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია", — წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ გიგაური და პავლიაშვილი ვალდებულები არიან საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასცენ და მათი ქმედება აღიქმება, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია. ამის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს, მიმართოს სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასახელებულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.
ეკა გიგაურმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მათ წყაროს დასახელება არ ევალებათ. მისივე თქმით, მიღებული ინფორმაციის ნაწილი გადაამოწმეს.
"ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, დავასახელეთ ადგილი, სადაც ჩატარდა ეს თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს და ა.შ. გადამოწმებაში ვგულისხმობთ, ეს ადამიანები მუშაობენ თუ არა ადგილებზე და მივლინებულები იყვნენ თუ არა სხვაგან და მათ მოვალეობას ასრულებენ თუ არა სხვა პირები", — აღნიშნა გიგაურმა.
20 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება. მათივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დღეს, 21 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორები გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები