მეექვსეკლასელმა ნახატიანი წერილით აუხსნა უცნობს, ვინ დაარტყა მის მანქანას
ნიუ-იორკის ქალაქ ბუფალოში კოლეჯის სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ პარკინგზე დატოვებულ მის მანქანას ვიღაც დაეჯახა. ის ის იყო, სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავარდნილიყო, როცა ავტომობილზე დატოვებული წერილი შენიშნა.
წერილის ავტორის მიხედვით, ის მეექვსე კლასის მოსწავლე იყო, რომელმაც დაინახა, როგორ დაარტყა მის მანქანას სკოლის ავტობუსის მძღოლმა. ვრცელ ახსნასთან ერთად, ავტობუსის ამოსაცნობად, მან წერილში ნახატიც დატოვა.
"თუ გაინტერესებს, რა დაემართა შენს მანქანას.
მას 449 ნომერმა ავტობუსმა დაარტყა.
ის აქ ყოველდღე ჩერდება, რომ მე ჩამომსვას. 5:00 საათზე.
რა მოხდა?
ის ცდილობდა, რომ გვერდი აევლო, მაგრამ შენს მანქანას დაარტყა და გაიქცა. სცადა, რომ შემოევლო და გატეულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მან მანქანას დაარტყა და მე ეს ყველაფერი დავინახე.
ვწუხვარ.
მძღოლი მარცხენა მხარეს ზის და ბუფალოს საჯარო სკოლის ავტობუსს მართავს.
აი ამ ავტობუსმა დაარტყა შენს მანქანას [ნახატი].
მეექვსე კლასის მოსწავლე."
დაზარალებული ენდრიუ სიპოვიცია, რომელმაც ისტორია ტვიტერზე გამოაქვეყნა. პოსტს უკვე თითქმის მილიონი მოწონება აქვს.
"ვეხმაურები უცნობ მეექვსეკლასელს, რომელმაც რამდენიმე ათასის დაკარგვისგან მიხსნა", - დაწერა მან.
გავირუსებულ ტვიტში, სკოლის მასწავლებელმა თავისი მოსწავლე გოგოს ხელწერა ამოიცნო და დაზარალებულს დაუკავშირდა.
"მე და ჩემს ოჯახს გვსურს, რომ ეს გოგო რამენაირად დავაჯილდოოთ", - უთხრა 21 წლის ენდრიუმ BBC-ის. ის ფიქრობს, რომ გოგონამ შეჯახების მომენტი დაინახა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა იმისთვის, რომ დეტალური ახსნა დაეტოვებინა.
"მინდა მას მადლობა მოვუხადო იმისთვის, რომ ასეთი მამაცი იყო და სწორი რამ გააკეთა. არადა მისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, რომ სახლში წასულიყო და ყველაფერი დაევიწყებინა", - დასძენს ის.
ავტობუსების კომპანია ენდრიუს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
კომენტარები