NGO-ები: შესაძლოა, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს თანამდებობის პირები პასუხისგებაში მიეცნენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ჰააგაში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, შესაძლოა, პასუხისგებაში საქართველოს თანამდებობის პირები მიეცნენ. ამ მიზეზის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ოპოზიციას, საერთაშორისო ორგანიაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმოამდგენლობას მიმართავენ.
საქართველოს მთავრობის მიმართ მიმართვა
- გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით;
- გამოყონ მუდმივი წარმომადგენელი და მისი მეშვეობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის ბიუროსა და სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში;
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტონ, რამ გამოიწვია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსგავსი მიმართვის გაგზავნა სასამართლოს პროკურორის ოფისთან;
- კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტური გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.
მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მიმართვა
- თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;
- მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინების გაჩენა დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, რამაც შეიძლება სამომავლოდ დააზიანოს მიმდინარე პროცესი და უკურეაქცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების ნდობის დაკარგვას.
მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს
- გაააქტიურონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს მანდატის, საქმიანობისა და როლის შესახებ;
- საზოგადოებას, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- განმარტონ გამოძიების ძირითადი ასპექტები, მათ შორის გამოძიების ფარგლები, რამდენი მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სასამართლო და რა გარანტიები არსებობს ცალმხრივი გამოძიების პროცესის თავიდან ასარიდებლად.
მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას
- ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა დევნილთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და მათზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT).
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები