5 საუკეთესო შემოთავაზება შავი პარასკევისთვის, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ
შავი პარასკევი - ეს სიტყვები ალბათ შოპინგის ყველა მოყვარულისთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად რატომ ჰქვია მას ასეთი სახელი. სინამდვილეში შავი პარასკევი ამერიკაში მადლიერების დღესასწაულის შემდეგ პირველ პარასკევს აღინიშნება. ამ დღეს "შავი" მარტივი ეკონომიკური მიზეზით ეწოდა და ის მაღაზიების წაგებული მდგომარეობიდან, მოგებაზე "გასვლას" აღნიშნავს.
1960-იან წლებში ბუღალტრული აღწერა ხელით იწერებოდა, რადგან არ არსებობდა შესაბამისი პროგრამები. მაშინ ადამიანები წაგებას წითელი მელნით, ხოლო მოგებას შავით აღნიშნავდნენ. თუმცა "შავი პარასკევის" ფესვები კიდევ უფრო ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ.
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მადლიერების დღესასწაულის მომდევნო დღე უკვე საშობაო სეზონის დასაწყისად ითვლებოდა. პრეზიდენტმა ლინკოლნმა მადლიერების დღესასწაულის დღედ ნოემბრის ბოლო სამშაბათი გამოაცხადა, თუმცა მის მომდევნო პარასკევს მაშინ "შავი" არ ერქვა. ის უფრო მეტად დაკავშირებული იყო 1869 წლის 24 სექტემბერთან, როცა ორმა სპეკულიანტმა ოქროს ფასის მანიპულირება გამოიწვია. ეკონომიკურ ზრდას დიდი რეცესია მოჰყვა, რამაც ფასების ვარდნა გამოიწვია.
მას შემდეგ ამერიკელებმა 24 სექტემბრის მოვლენები ტრადიციად აქციეს. სხვადასხვა კომპანიებმა გადაწყვიტეს მადლიერების დღის შემდეგ "სადღესასწაულო შესყიდვების" პერიოდი გამოეცხადებინათ, რა დროსაც ნაწარმზე ფასს საგრძნობლად აკლებდნენ და გაყიდვების რაოდენობას ზრდიდნენ, შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, საბუღალტრო "წითელ" წიგნაკს "აშავებდნენ".
მას შემდეგ შავი პარასკევის კონცეფცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 2018 წელს შავი პარასკევი 23 ნოემბერს დაემთხვა და ის საქართველოშიც გრანდიოზული ფასდაკლებებით აღინიშნება. ჩვენ გაგაცნობთ 5 საუკეთესო შემოთავაზებას, რომელიც აუცილებელად დაგაინტერესებთ.
1. Swoop საქართველოს ონლაინ გაყიდვების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შავ პარასკევს აწყობს
თუ აქამდე არასდროს შეხვედრიხართ შავ დღეში ჩავარდნილ ფასებს, Swoop.ge ქართველ მომხმარებლებს გპირდებათ, რომ წელს ეს შესაძლებლობა ნამდვილად გექნებათ.
Swoop.ge ფასდაკლებების პირველი ვებ-გვერდია და უკვე დიდი ხანია სხვადასხვა მიმართულების კომპანიებთან წარმატებით თანამშრომლობს.
დღეს, 23 ნოემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, Swoop-ზე ხელმისაწვდომი იქნება ყველაზე რეალური ფასდაკლებები ტექნიკასა და სხვადასხვა მომსახურებაზე, წარმოუდგენელ ფასად შეძლებთ დაისვენოთ საქართველოს ცნობილ სასტუმროებში, ეწვიოთ ესთეტიკის ცენტრებს, აუზებს და ა.შ.
გარდა ამისა, საიტზე შესვლისას შესაძლებლობა გექნებათ iPhone XS Max მოიგოთ. როგორ? - თამაშის წესები მარტივია, 10 წამის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრჯერ უნდა დააკლიკოთ ღილაკს, და საოცნებო პრიზიც თქვენია. სულ ეს არის, მთავარია თამაშის დაწყებამდე თითები კარგად გაავარჯიშოთ.
რაც შეეხება შეძენის წესს - შავი პარასკევის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ყიდვა დასწრებაზეა. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ ძალიან სხარტად შეარჩიოთ სასურველი ნივთი და რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოთ ის.
2. ფასდაკლებები Amazon-ის ტექნიკაზე
შავი პარასკევისთვის ამაზონმა ერთ-ერთი ყელაზე მასშტაბური აქცია დაიწყო. ყველას, ვისაც ამაზონზე ვაჭრობა უყვარს, შესაძლებლობა ექნება მინიმუმ 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს ელექტრონულ მოწყობილობებზე, სათამაშოებზე, სხვადასხვა ბრენდის ტანისამოსზე, სამზარეულოს ტექნიკასა და კიდევ უამრავ საქონელზე. მაგალითად, ადიდასის პროდუქციაზე ამაზონს 40%-იანი ფასდაკლება აქვს, ყავის აპარატებზე 70%-იანი, ხოლო Xbox-ის შეძენა 100$-ით უფრო იაფად შეგიძლიათ.
შემოთავაზებული საქონელისა და ფასდაკლებების დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს.
3. Walmart-ის გრანდიოზული ფასდაკლება ტექნიკაზე
მსოფლიოში სახელგანთქმულმა ტექნიკის მაღაზიამ 2018 წლის შავი პარასკევისთვის გრანდიოზული ფასდაკლება გამოაცხადა. კომპანიამ თავის მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტი შესთავაზა, თანაც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. მაგალითად, მაღაზიაში მეექვსე თაობის iPad-ის ფასი $249 იქნება, რაც საბაზრო ღირებულებაზე 100 დოლარით ნაკლებია. HP-ის 15.6 სმ-იანი გაფართოების ნოუთბუქის შეძენა, რომელსაც თაჩის ფუნქცია აქვს, მსურველებს $259-ად შეეძლებათ.
ფასდაკლებების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.
4. boohoo-ს 60%-იანი ფასდაკლება ყველანაირ ტანსაცმელზე
თანამედროვე ტანისამოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინ-მაღაზია boohoo, შავი პარასკევისთვის, ტანსაცმლის ყველა სახეობაზე 60%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ფასდაკლება 25 ნოემბრამდე გაგრძელდება და მოიცავს როგორც ქალის, ასევე კაცისა და ბავშვის საქონელსაც. ასე რომ, ხარისხიანი და ლამაზი ტანისამოსის შეძენა თუ გსურთ, იჩქარეთ.
საიტზე გადასვლელად და შოპინგის დასაწყებად, გადადით ბმულზე.
5. Levi's-ის საიტზე ტანცასმლის შეძენას 40%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ
ჯინსისა და სხვა ტანისამოსის მწარმოებელი წამყვანი ბრენდი შავი პარასკევისთვის 40%-იან ფასდაკლებას აცხადებს. იმისთვის, რომ Levi's-ის ბრენდის ტანსაცმელი შეიძინოთ, უნდა გადახვიდეთ საიტზე და შეიყვანოთ პრომო კოდი INDIGO. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია და გამოიწეროთ ის. ფასდაკლება მოიცავს როგორც ქალების, ისე კაცების საქონელსაც.
შოპინგის დასაწყებად გადადით ბმულზე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები