ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები ისევ დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის 58 გამოძახება დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, გარდა გზის სავალი მონაკვეთებისა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საიდანაც წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, მოქალაქეები, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე ავტომობილებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.