5+ აპლიკაცია, რომელიც Instagram-ისთვის გამოგადგებათ
შესაძლოა, ინსტაგრამი ისედაც უამრავ ფუნქციას გვთავაზობს ჩვენი ბრენდისა თუ პიროვნების წარმოსაჩენად, მაგრამ როდის იყო, ცნობისმოყვარე და მონდომებული ადამიანები ამას სჯერდებოდნენ?!
სამყაროში უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომლის შემქმნელებმაც სპეციალურად იფიქრეს იმაზე, რომ თქვენი ინსტაგრამისთვის აუცილებელი ფუნქციები მოეგონებინათ და თქვენი ვირტუალური ცხოვრება კიდევ უფრო გაემარტივებინათ და გაემრავალფეროვნებინათ. ამ სტატიაშიც სწორედ ასეთი აპლიკაციები გავაერთიანეთ:
1. Followers Pro +
ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც ყველა ინსტაგრამერს უნდა ჰქონდეს, სწორედ Follwers+-ია. მოცემული აპლიკაცია ინსტაგრამის არაოფიციალური დანამატია და თქვენი კონტენტის სტრატეგიულ მართვაში გეხმარებათ. იგი გაწვდით ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: ვინ დაგაანფოლოვათ, ვინ დაგბლოკათ, რამდენი ადამიანი გყავთ ცალმხრივად გამოწერილი და სხვა. ამასთან, აპლიკაციაშივე შეგიძლიათ დეტალური სტატისტიკის ნახვა თქვენი ანგარიშის ზრდასთან დაკავშირებით. ეს გეხმარებათ, აკონტროლოთ თუ რა დროს როგორი კონტენტის განთავსებისას გემატებათ გამომწერები, როგორი პოსტების დადებისას - გაკლდებათ, და ა.შ. აპლიკაციის ეს ნაწილი სრულიად უფასოა, თუმცა შესაძლებელია ფასიანი ვერსიის შეძენაც, რა შემთხვევაშიც აპლიკაცია კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, მაგალითად: რომელი ფოლოვერი რა სიხშირით გიკომენტარებთ და გილაიქებთ ფოტოებს, როგორ გამოიყურება თქვენი სტატისტიკა პოსტებზე ლაიქების ზრდის/კლების მიხედვით და სხვა.
იმის მიხედვით, რომელი iOS გაქვთ, უნდა გადმოწეროთ Followers Pro+ ან Followers Track.
2. HUJI
HUJI ე.წ. ფირიანი კამერის მობილური ალტერნატივაა. ის კოდაკისა და ფუჯიფილმის მაგივრობას გიწევთ და მათ მსგავსად გადაღებიდან რამდენიმე წამში გაგიმჟღავნებთ ფოტოს. HUJI (flash-ის გარდა) დამატებით ფუნქციებს არ გთავაზობთ და ობიექტივიც იმდენად პატარა აქვს, რომ იმის გარჩევაც კი ჭირს, საერთოდ რას იღებთ, თუმცა აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი ხიბლიც სწორედ ესაა: ვიზუალის მსგავსად პროცესიც ვინტაჟურია, ძველ დროში გვაბრუნებს; თან, ამ კამერით გადაღებული ფოტოები მეტად ბუნებრივი და დასაფასებელია, ვინაიდან ავტორს არ ჰქონია იდეალურად პოზირების შესაძლებლობა და ფოტო მართლაც ერთი ხელის მოსმით (და არა წამში უამრავი კლიკით თუ შემდგომ 200-დან 1-ის ამორჩევის ფასად) ფაქტობრივად თვალახვეულმა გადაიღო.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
3. RFV
ფოტო: Maggie Appleton
თუ ვერტიკალური გიფი ან ვიდეო გაქვს და ჰორიზონტალურად დაპოსტვა გინდა (ან პირიქით), ამ აპლიკაციის მეშვეობით ძალიან მარტივად შეგიძლია ამ ცვლილებების განხორციელება. საინტერესოა, რატომ არ აქვს ეს ფუნქცია თავად ინსტაგრამს, მაშინ, როდესაც რაღაც ეტაპზე ყველას გვჭირდება. თუმცა, სანამ ასეა, შეგვიძლია RFV-ს იმედი გვქონდეს. მის გარეშე ცხოვრებას არ გირჩევთ - პოსტის სანახავად მობილურის ამოტრიალება ყველას ეზარება. თუ ჰორიზონტალური გიფები ჰორიზონტალურად არ დადეთ და ვერტიკალური ვიდეოები - ვერტიკალურად, ყველა ფოლოვერს ყელში ამოუვა მობილური ეკრანის წაღმა-უკუღმა ტრიალი და ერთხელაც დაგაანფოლოვებთ (რასაც მაშინვე შეგატყობინებთ Followers+)
აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ზე.
4. Square Fit
ინსტაგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშა კვადრატული ფოტოებია. მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად "მაღალი" ფოტოების განთავსებაც შესაძლებელია, თქვენს პროფილზე პოსტები მაინც კვადრატულად ჩანს, პორტრეტის სტილის ფოტოები კი ჯერაც არ იდება ცვლილებების შეტანის გარეშე, თუმცა, ამ მინი-უხერხულობის თავიდან აცილება უმარტივესია აპლიკაცია Square Fit-ის მეშვეობით. იგი ნებისმიერი ზომისა თუ რეზოლუციის ფოტოს მოგიქცევთ კვადრატში და გაგილამაზებთ. ამასთან, თუ გვერდებზე ან ზემოთ-ქვემოთ მორჩენილი თეთრი ფონი დიდად თქვენი სტილი არ არის, Square Fit უამრავ ფერად და ორნამენტიან ჩარჩოს გთავაზობთ პოსტების გასამრავალფეროვნებლად. ამ აპლიკაციის დახმარებით, ფოტოს სწორად მოჭრა "თვალის ზომით" არ გიწევთ, რადგან ტიხრებით ის თანაბარ ნაწილებად იყოფა. ბოლოს კი, თუ გინდათ რომ თქვენი განსაკუთრებული ნიშა გქონდეთ, აპლიკაცია გარკვეულ ჩარჩოებსაც გთავაზობთ, რომელშიც შეგეძლებათ ყველა თქვენი ინსტაგრამის ფოტო სათითაოდ მოაქციოთ და თქვენთვის დამახასიათებელი, უნიკალური სტილი შექმნათ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზეც (Square Pic სახელით).
5. AirBush, Facetune 2 და 1967
მოცემული სამი აპლიკაციიდან თითოეული თავის მხრივ უნიკალურია, თუმცა მათ ვინტაჟური თუ კაშკაშა ფილტრების სიმრავლე აერთიანებთ. 1967 ექსკლუზიურად ფილტრებზეა კონცენტრირებული და ნებისმიერ ფოტოს წამზე ნაკლებ დროში tumblr-ready-ს ხდის (იმის გათვალისწინებით, რომ Tumblr აღარავის ახსოვს და მისი ესთეტიკაც ინსტაგრამზეა გადმოსული). Airbrush და Facetune კი ფილტრების ფართო არჩევანთან ერთად უამრავ მარტივ ხელსაწყოს გთავაზობთ, რომელთა მეშვეობითაც თქვენი თვალების ქვეშ - ჩაშავებების, ხოლო სახის კანიდან - აკნეს გაქრობა შეგიძლიათ. ეს ინფორმაცია ჩავთვალეთ, რომ უნდა მოგვეწოდებინა, თუმცა ამ ფუნქციების გამოყენებას არ გირჩევთ, ვინაიდან ბუნებრივობა ბევრად მომხიბლავია და ტრენდულიც. სამაგიეროდ, ამ აპლიკაციების ის დამატებითი ფუნქციები, როგორებიცაა: ფოტოს ამონათება, გამკვეთრება, მასში ფერების დაბალანსება და სხვა, თქვენს გვერდს აუცილებლად გაალამაზებს და უფრო კოხტას, თვალშისაცემსა და ესთეტიკურს გახდის.
AirBush ხელმისაწვდომია iOS-ზე.
Facetune 2 ხელმისაწვდომია iOS-ზე.
1967 კი ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზეც.
თქვენც ხომ არ გვირჩევდით რამეს?
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები