Mebo Renard ახალ ალბომზე მუშაობს
ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე, რომელიც თითქმის ნახევარი წელია რაც The BearFox-ის დრამერთან, არჩიბალდ შიოშვილთან, მებო რენარდის პროექტზე მუშაობს, On.ge-ს თავისი კარიერის ბოლო პერიოდზე ესაუბრა.
გასულ წელს მებო პარიზში სასწავლებლად იყო წასული. იქ ყოფნისას ის "ფრანგ მელიად" იქცა და საზოგადოების წინაშე ახალი სახელით, მებო რენარდით, წარსდგა.
2016 წლის დასაწყისში მან გამოუშვა თავისი პირველი ალბომი CIRCLES
"პირველი პატარა ალბომი შევქმენი ზამთარში. მერე მივხვდი, რომ მინდოდა პროექტის სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის და დაველაპარაკე არჩიბალდს - ბეარფოქსის დრამერს. უკვე გვქონდა ერთად დაკვრის გამოცდილება და ვიცოდი, რომ ძალიან კარგი მუსიკოსი იყო.
ახლა უკვე ერთად ვაკეთებთ მებო რენარდს. არჩი უკრავს დრამზე, უკრავს გიტარაზე, მღერის" - უთხრა მებომ On.ge-ს.
მებოს თქმით, ისინი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას იწყებენ და არჩიბალდთან ერთად Mebo Renard ზაფხულში ახალი EP-ს გამოუშვებს:
"მებო რენარდი არის მრავალფეროვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და მასშტაბური გახდება. მალე დავიწყებთ უკვე ახალი EP-ის ჩაწერას, Betkho's Audio Laboratory-ში - ანუ ჩვენი მეგობრის, ძალიან კარგი პროდიუსერის და ხმის რეჟისორის - ბეთხოს სტუდიაში".
Mebo Renard-ის ახალი ალბომი განსხვავებული ჟღერადობის იქნება:
"უფრო ახლოს იქნება იმასთან, რაც არის ლაივებზე ჩვენი ჟღერადობა. ანუ რაც არის მებო რენარდი - მებო + არჩიბალდი და არამარტო მებო.
ახალ ალბომში ჩვენი ისტორიები იქნება, ზოგადად ჩვენი მუსიკა ჩვენი ისტორიებია, ახლა უკვე ორი ადამიანის - მებოს და არჩიბალდის საერთოდ ისტორიები გადატანილი მუსიკაში".
მებო ნუცუბიძის თქმით, მსმენელი მებო რენარდის ახალი ალბომით ივნისის შუა რიცხვებში, ან თვის ბოლოს დატკბება.
მებო და არჩიბალდი უკრაინული ტურნედან 2 დღის წინ დაბრუნდნენ და ახალი ალბომის ჩაწერას დასვენების შემდეგ დაიწყებენ. მანამდე კი თბილისში გამართულ ლაივებზე მიიღებენ მონაწილეობას:
"21 მაისს მაგთი კლუბში ზუსტად იგივე პროგრამას დავუკრავთ ჩვენი ქართველი მსმენელისთვის, რაც უკრაინის ტურნეს ბოლო ლაივზე შევასრულეთ, ამის შემდეგ კი 29 მაისს ფერების ფესტივალზეც ვუკრავთ".
პარიზში გატარებულ დროს მებო მნიშვნელოვან გამოცდილებად აფასებს: "ვუკრავდი სხვადასხვა ადგილებში, ვიცნობდი ახალ ხალხს, მუსიკოსებს და და არა მარტო მუსიკოსებს. ეს ხო მთავარია მუსიკოსისთვის - ახალი გამოცდილება".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები