რუსეთმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნა - რეგიონი კონფლიქტის ესკალაციის ზღვარზეა
რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას შედეგად უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებული ადამიანი მოყვა.
უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა და განაცხადა, რომ შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან. კერძოდ, ორი გემი "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად ოდესიდან, ქერჩის სრუტის გავლით, მარიუპოლში მიცურავდნენ. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
ინფორმაცია უკრაინული გემების დაკავების შესახებ რუსულმა FSB-მ დაადასტურა. მათი განცხადებით, რუსულმა მხარემ სამი გემი დააკავა. ასევე, რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად მხოლოდ სამი მეზღვაური დაშავდა.
პროტესტი რუსეთის საელჩოსთან
აღნიშნულ შემთხვევას მყისიერი პროტესტი მოჰყვა უკრაინაში. რუსეთის საელჩოსთან უკრაინის რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც რუსული მხარისგან მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე საბურავები და ქაღალდის ნავები მიიტანეს. მოგვიანებით საელჩოსთან ვითარება დაიძაბა, ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შელაპარაკებასა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას.
როგორ დაიწყო კრიზისი?
25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსულმა მხარემ პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ. რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ.
ვითარება მოგვიანებით დაიძაბა, როცა რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა.
რა არის ამ შემთხვევის წინარე ისტორია?
აზოვის ზღვის ის ნაწილი, სადაც რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, ყირიმის აღმოსავლეთითა და პრო-რუსული სეპარატისტების მიერ დაკავებული უკრაინული რეგიონებიდან სამხრეთით მდებარეობს.
ორი უკრაინული პორტი, ბერდიანსკი და მარიუპოლი, რომლებიც ჩრთილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, მთავარი საექსპორტო გზაა ფოლადის გადასაზიდად და ნახშირის იმპორტისთვის.
უკრაინასა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორივე ქვეყნის გემებს ამ საზღვაო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას აძლევდა.
მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში რუსულმა მხარემ უკრაინიდან და უკრაინაში მიმავალი გემების გაჩერება და შემოწმება დაიწყო. ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზომებს მიიღებდა.
უკრაინული გემების ინსპექტირება რუსულმა მხარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ ყირიმიდან მომავალი სათევზაო გემი შეაყოვნა. რუსული მხარე ამბობს, რომ ისინი იძულებულნი არიან უკრაინული გემები შეამოწმონ უსაფრთხოების მიზნით, რადგან მათი თქმით, უკრაინელი რადიკალებისგან ქერჩის ხიდს საფრთხე ემუქრება.
2014 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის კუთვნილი ყირიმი დაიპყრო. ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი.
მას შემდეგ, რუსმა სეპარატისტებმა უკრაინაზე თავდასხმა 2014 წლის აპრილში დაიწყეს, რასაც აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინა და დასავლეთი რუსებს რეგიონში ჯარისკაცების გაგზავნასა და სეპარატისტების შეიარაღებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ რუსი მოხალისეები ამბოხებულებს საკუთარი ნებით ეხმარებიან.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები