Google-მა მხატვრობის შედევრების გასაციფრულებლად უზარმაზარი გარჩევადობის კამერა შექმნა
Google Cultural Institute საძიებო გიგანტის ინიციატივაა, რომელიც მიზნად მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებას ისახავს. სურათები შეიძლება დაიწვას, ძეგლები განადგურდეს და ხელნაწერები დაიკარგოს, მაგრამ მაღალი ხარისხის ციფრული ასლები (შედარებით) უსაფრთხო და სამუდამოა.
ამ მისიაზე ორგანიზაცია უკვე 5 წელია მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებთან თანამშრომლობით, მათ ამ პერიოდში 200-მდე სურათი გააციფრულეს, რომელიც ვებსაიტზე ყველასთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.
ახალი კამერა სახელად Art Camera ტექნოლოგიურმა კომპანიამ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. მისი დახმარებით, გაციფრულების პროცესი შეუდარებლად მარტივდება. თუ აქამდე ერთი სურათის გადასაღებად თითქმის მთელი დღე იყო საჭირო, ახალი კამერით ეს პროცესი ნახევარ საათამდე მცირდება.
კამერას აყენებენ გადასაღები ნახატის წინ, მის მეხსიერებაში აფიქსირებენ სურათის კუთხეებს და ამის შემდეგ Art Camera თავად იწყებს გადაღებას — ამოძრავებს ობიექტივს, აახლოვებს სურათის ყველა მონაკვეთს და გადაღებულ მასალას გუგლის სერვერებზე აგზავნის, ერთ-გიგაპიქსელიანი ფოტოს ასაწყობად.
თუ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ძველი მეთოდით, ორგანიზაციამ 200 ნამუშევრის გაციფრულება შეძლო, ახალი კამერით უკვე 1000-ზე მეტი შედევრია დამატებული. ამ კოლექციის ნახვა აქ შეგიძლიათ.
მსგავსი წვდომა ხელოვნების ნიმუშებზე, კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა. ეს რესურსი შეუცვლელია ხელოვნების სტუდენტებისათვის, მკვლევარებისთვის ან უბრალოდ მოყვარულებისთვის, რადგან პოპულარულ ნახატებზე ასეთი ფორმით, დეტალიზაციით და შეუზღუდავი დროით დაკვირვება, დიდ მუზეუმებში, უმრავლესობისთვის შეუძლებელია.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუგლის ციფრულ კოლექციას მალე ქართული კულტურული საგანძურიც შეემატება. ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სერგო ქობულაძის ნახატები, ასევე კინოსა და თეატრის კოსტიუმები, არქეოლოგიური და სხვა მასალები, Google Cultural Institute-ის ვებსაიტზე უახლოეს მომავალში აიტვირთება.
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
კომენტარები