ზეწოლა, ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა დარღვევები — არასამთავრობოების ანგარიში მეორე ტურის წინ
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე კამპანიის დროს გამოვლენილ ზეწოლის, ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სხვა დარღვევების შესახებ ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ კამპანიები.
გამოვლენილი დარღვევები
ძალადობრივი ინციდენტები
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა მოხდა.
"ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა, ხოლო ერთ შემთხვევაში, პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
ზეწოლა/მუქარა
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფართოდ გავრცელებული და შემაშფოთებელი სახე მიიღო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევებმა. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებზე, სხვადასხვა კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ და წარსულში ნასამართლევ ამომრჩევლებზე.
"აღნიშნულ პირებს, ძირითადად, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ ან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ემუქრებიან. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები დამკვირვებლებთან მათ მიმართ გათავისუფლების მუქარაზე საუბრობდნენ. რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში, ორგანიზაციებმა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები დააფიქსირეს", — ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე ანგარიშში მოხვდა სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაციაც.
ამომრჩევლის მოსყიდვა
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 600 000 ხმის მიცემის მქონე ადამიანს ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი უნულდება.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, იყო შემთხვევები სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ გარკვეული თანხების შეთავაზების, ხოლო რიგ შემთხვევებში, იმ პირებს, ვინც, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არიან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სანაცვლოდ სთავაზობენ ფულს. გარდა ამისა, ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების შესახებ.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
ანგარიშში მოხვდა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივებიც.
"გაჟღერდა სავარაუდოდ საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები ხელფასების ზრდის, სოციალური დახმარებების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა და რომელიც ძირითადად მიემართება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას", — ვკითხულობთ კვლევაში.
მათივე ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების ფაქტის შესახებ, რაზეც ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.
მედია გარემო
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებულია და მათ შორის გამოყოფენ ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს. იმედმა მეორე ტურისთვის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ საგაანგებო რეჟიმში გადასვლაზე გაავრცელა განცხადება. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ამავე დროს, რუსთავი 2-ს ვაშაძის მხარდასაჭერი და ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
საარჩევნო ადმინისტრაცია
არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღე სამუშაო კვირაში, ოთხშაბათს, 28 ნოემბერს დანიშნა.
"აღნიშნული გადაწყვეტილება დაბრკოლებებს ქმნის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის, რადგან მათთვის 28 ნოემბერი სამუშაო დღე იქნება", — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ცესკოს მიერ გამოცხადებამდე, არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ოქტომბერი დააანონსა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე, 28 ნოემბერი, როგორც არჩევნების თარიღი, გაჟღერდა ორი მონაწილის მიერ თელავში ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე.
"აღნიშნული ფაქტები შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას", — განმარტავენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები