ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე მისასვლელად და ოპონენტის დასამარცხებლად მოსახლეობაა მობილიზებული. ექსპრემიერის თქმით, მობილიზებულია ნაციონალური მოძრაობაც, თუმცა როგორც მან აღნიშნა "მობილიზება მეორე მხრიდანაც საკმარისზე მეტია".

ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების მიმდინარეობისას ნაციონალური მოძრაობისას ექსცესების მოლოდინი აქვს. ასევე აღნიშნა, რომ ამაში მონაწილეობას რუსთავი 2 მიიღებს. ექსპრემიერმა ამჯერადაც დიდი დრო დაუთმო რუსთავი 2-ის კრიტიკას.

წინასაარჩევნო მობილიზაციაზე ივანიშვილის გარდა ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მან მადლობა გადაუხადა კოორდინატორებს აქტიურობისთვის.

დღეს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღდეგე კოორდინატორებმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ ჟურნალისტს კი კოორდინატორმა ვიდეოს გადაღების გამო შენიშვნა მისცა და მუქარის ტონით მიმართა "წადი სანამ ლამაზი ხარ".