შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, TV პირველის ჟურნალისტზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან გადაღებისას მათ ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ხელი დაარტყეს.

შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირების საქმეებზე გამოძიება დაიწყო მცხეთისა და ბათუმის საარჩევნო უბნებზეც. მიუხედავად ამისა, ჯავახაძე ამბობს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება რეგიონებში პოლიციისა და ტექნიკის მობილიზებაზე, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ უწყება უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.