BBC: ზიკა ვირუსის გავრცელება მოსალოდნელია საქართველოში
BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2016 წლის ზაფხულში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხეზე მთავრობებს აფრთხილებს. ვირუსის გავრცელება რისკი განსაკუთრებით არის შავი ზღვის სანაპიროზე, კონკრეტულად კი რუსეთსა და საქართველოში, ასევე, კუნძულ მადეირაზე. სწორედ აქ ბინადრობენ ზიკა ვირუსის გადამტანი Aedes ჯგუფის კოღოები.
ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის გავრცელების საშუალო რისკია, შედის საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (HWO) რეკომენდაციას აძლევს მთავრობებს, გააუვნებელყოფნ ის ადგილები, სადაც ვირუსის გადამტანი კოღო ცხოვრობს და გააფრთხილონ ორსული ქალები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ WHO-სგან ოფიციალური გაფრთხილება არ მიუღიათ, თუმცა, იმის გამო, რომ ზიკას გადამტანი კოღოს საქართველოში გავრცელების შესახებ ცნობილი აქამდეც იყო, დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას ცენტრი მოგვიანებით გაავრცელებს.
ჯერჯერობით, პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი, თუმცა, სპეციალისტთა დიდი ნაწილი ზიკა ვირუსს უკავშირებს ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებას. ეს არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორსულობისას. ემბრიონის ტვინი ზრდას წყვეტს და მშობიარობის დროს, ის ნორმალურზე ბევრად პატარაა. ხანდახან, მიკროცეფალია ახალშობილის სიკვდილსაც იწვევს, ძირითადი ნიშნები კი გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობაა. მიკროცეფალიის გამოწვევა ზიკა ვირუსს დაუკავშირეს იმიტომ, რომ როცა ის ორსული ქალის ორგანიზმში ხვდება, შემდეგ ემბრიონის ტვინშიც აღწევს. გასულ წელს ზიკა ვირუსის ეპიდემია იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.
ზიკა ვირუსი თავად ზრდასრული ადამიანისთვის საშიში არაა და შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ხანდახან, ვირუსის დროს გამოხატულია სიცხე, დაღლილობა, თვალების ჩაწითლება და სახსრების ტკივილი.
ჯერჯერობით, არ არის შექმნილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები