საქართველოს დელეგაცია ნატოს მინისტერიალსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას დაესწრება. 2018 წლის 4-5 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC) საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

2018 წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე. შეხვედრის თემა რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას იქნება და მას საქართველო და უკრაინა დაესწრება.

6-7 დეკემბერს კი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ის სუამის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე შეხვდება ჟენევის მოლაპარაკების თავმჯდომარეებს.