უკრაინაში მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უკრაინას თავის დროზე ყველა შესაბამისი მასალა მიაწოდა. მისივე თქმით, მეგის ქარდავა უკრაინაში პარალელურად თავშესაფარს ითხოვს.
უკრაინული კანონმდებლობის, თანახმად როდესაც პირი თავშესაფარს ითხოვს, მისი ექსტრადაციის საკითხის განხილვა ჩერდება და იუსტიციის სამინისტრო ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სანამ თავშესაფრის პროცედურები ამოიწურება. ასევე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია, რისი გასვლის შემდეგ პირი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
"ვინაიდან ლტოლვილობასთან და თავშესაფარის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები არ იყო დასრულებული, უკრაინის კომპეტენტურმა ორგანოებმა მეგის ქარდავა საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს და მის მიმართ გამოყენებულია შინაპატიმრობა", — განმარტა ირაკლი ჩილინგარაშვილმა
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ქარდავას მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობა გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას, მაგალითად გადაადგილებასთან დაკავშირებით. ასევე, აქვს ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდეს კონკრეტულ საგამოძიებო უწყებაში.
"ამის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ არ ამოწურულიყო საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სრულად და მას შემდეგ, რაც ლტოლვილობასთან, თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შეეძლება ეს ადამიანი კვლავ აიყვანოს პატიმრობაში. აქედან გამომდინარე ერთადერთი მიზეზი მისი გათავისუფლების არის ის, რომ შემდგომში, როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება საექსტრადიციო პროცედურების განხილვა, ექსტრადიციის განმხილველ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა, მეგის ქარდავა კვლავ აიყვანოს პტიმრობაში და უკვე სრულყოფილად განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი. სწორედ ეს იყო მიზეზი ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების და მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენების", — აღნიშნა სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა.
პროკურატურის განცხადებით, მეგის ქარდავა 11 სისხლის სამართლის საქმეზე ზოგ შემთხვევაში მსჯავრდებული, ზოგ შემთხვევაში კი ბრალდებულია.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები