ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
6-დან 11 დეკემბრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება.
კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში ეწყობა. მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვირეულის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებების განრიგი:
- დოკუმენტური ფილმის "მე გადავცურე ენგური" კინოჩვენება და დისკუსია
6 დეკემბერს ილიაუნის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში დოკუმენტური ფილმის "მე გადავცურე ენგურის" კინოჩვენება და დისკუსია გაიმართება.
"მე გადავცურე ენგური" ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია.
ფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში, აფხაზეთში, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია, მაგალითად, მდინარე ენგური, ზოგიც – ხელოვნური, მაგალითად, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
ფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას.
ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
- საჯარო ლექცია: "ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?"
10 დეკემბერს ილიაუნის წიგნის სახლში "ლიგამუსი" საჯარო ლექცია "ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?" და დისკუსია გაიმართება.
"ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?" ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა.
ღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხილონ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.
ღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც.
ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა.
11 დეკემბერს ილიაუნის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.
კლინიკის მისიაა სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება.
კლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას.
ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები