აშშ რუსეთს ბირთვული შეთანხმების შესასრულებლად 60-დღიან ვადას აძლევს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შესასრულებლად 60-დღიანი ვადა განუსაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაიკ პომპეოს თქმით, აშშ დატოვებს აღნიშნულ შეთანხმებას.
ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პომპეომ რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. პომპეოს გაფრთხილებით, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს 60 დღის ვადაში არ შეასრულებს, ვაშინგტონი ექვსი თვის შემდეგ დაიწყებს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების (INF) დასატოვებლად მზადებას.
"რუსეთი უნდა დაუბრუნდეს სრულ და მტკიცე თანხმობას. ჩვენს ერებს აქვთ არჩევანი. ჩვენ ან უნდა დავიწვათ სილაში ან საერთო ძალებით ვუპასუხოთ რუსეთის ქმედებებს", — განაცხადა მან.
პომპეომ თქვა, რომ რუსეთს შექმნილი აქვს SSC-8 ტიპის რაკეტის "მრავალრიცხოვანი ბატალიონები" და რომ რაკეტების რადიუსი მათ აქცევს "პირდაპირ საფრთხედ ევროპისათვის".
პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი მოხარული იქნება თუ რუსეთი გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა არ ჩანს, რომ მოსკოვი ცდილობს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. Washington Post -ის ცნობით, პომპეოს ხელშეკრულების დატოვების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა მისი განცხადებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
ნატოს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, ის დამწუხრებულია, რადგან ხედავენ საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების სავარაუდო დასასრულს.
"იარაღის კონტროლის ვერანაირი შეთანხმება ვერ იმუშავებს, თუ მხოლოდ ერთი მხარე სცემს პატივს", — განაცხადა მან.
შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, დარილ კიმბალის თქმით, ის ვერ ხედავს, რომ რუსეთი მზადაა დაემორჩილოს შეთანხმების პირობებს.
"ისინი აპირებენ კურსის შეცვლას", — განაცხადა მან.
მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, რუსეთი მკაცრად იცავს შეთანხმებას და ამერიკის მხარე ამას მხედველობაში არ იღებს.
NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში.
სტოლტენბერგმა რუსეთი დაადანაშაულა, რომ მან ყირიმის ნახევარკუნძული აღმოსავლეთ უკრაინის წყლებზე კონტროლის მოსაპოვებლად გამოიყენა.
"ოთხი წლის წინ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ახლა რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყირიმი, რათა გააფართოვოს თავისი გავლება და კონტროლი აზოვის ზღვაზე", — განაცხადა სტოლტენბერგმა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ნატომ საზღვაო და საჰაერო პოლიტიკის განვითარებისთვის, მან უპასუხა, რომ "უკვე ძალიან ბევრი ნატოა შავ ზღვაში".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კრიმკინის თქმით, მათ სჭირდებათ კოორდინირებული პასუხი რუსეთის ქმედებებზე. მისივე თქმით, ნატო-უკრაინა-საქართველოს გადართოებულ შეხვედრაზე, ამ მხრივ გადასადგმელ რამდენიმე პრაქტიკულ ნაბიჯზე ისაუბრა.
მისი თქმით, შესთავაზა ნატოს, რომ აკრძალონ რუსული გემების შესვლა სხვა ქვეყნების პორტებში, თუ ის გააგრძელებს აზოვის ზღვის ბლოკადას.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები