უნგრეთში დაფუძნებულ ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში, რომელიც მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დააარსა, აცხადებენ, რომ უნგრეთიდან აძევებენ.

უნივერსიტეტის რექტორმა, მაიკლ იგნატიევმა აღნიშნა, რომ ეს ზომა "უსამართლო გამოსახლების ტოლფასი და უპრეცედენტოა".

უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა და ის ნიუ-იორკში დარეგისტრირდა, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტი და განისაზღვრა მისი სტრუქტურა. ერთ წელზე მეტია უნივერსიტეტის ბედი და მომავალი გაურკვეველია, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა უმაღლესი განათლების კანონმდებლობა შეცვალა უცხოეთში დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო უწყებებთან ურთიერთობის კუთხით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი, კონკრეტულად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საზიანოდ შეიქმნა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ბუდაპეშტის კამპუსს შეინარჩუნებენ, თუმცა ამერიკულ პროგრამებს ვენაში გადაიტანენ

აშშ უნგრეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებთ "იმედგაცრუებას" გამოთქვამს.