სამთავრობო PR-ები რუსული მაიონეზის რეკლამაში
თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და შემოსავლების სამსახურის PR-ის სამსახურის უფროსები რუსული მაიონეზის, სლობოდას რეკლამაში მონაწილეობდნენ. ჟურნალმა სითიმ რეკლამა ფეისბუქიდან და ვებგვერდიდან მოქალაქეთა უკმაყოფილო კომენტარების დაწერის შემდეგ წაშალა.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო თოლორდავას თქმით, მან გადაღების დროს გაიგო, რომ მაიონეზის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას. მაიონეზი უკრაინული ეგონა. ის ამბობს, რომ "რუსულ პროდუქტს არც კი ყიდულობს".
"მე არ მინდოდა მაიონეზის რეკლამაში მონაწილეობა", — ამბობს On.ge-სთან საუბრისას ნინო თოლორდავა, მაგრამ არ პასუხობს კითხვას, დათანხმდა თუ არა რეკლამაში მონაწილეობას მეგობრის გამო.
"მეგობრის ხათრით? — რა საოცარ შეკითხვას სვამთ", — თქვა მან და შეხვედრაზე შესვლის მიზეზით საუბარი შეწყვიტა.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსს, ხატია მოისწრაფიშვილს ამ საკითხზე საუბარი არ სურს, მოქმედი პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ჟურნალ სითის რედაქტორი და დამფუძნებელი, ეკა ხოფერია ამბობს, რომ სლობოდა იმ რუბრიკის სპონსორი იყო, რომელშიც სახელმწიფო უწყებების PR-ები მონაწილეობდნენ.
"ინფორმირებულები იყვნენ, რომ ეს იყო წინასაახალწლო რუბრიკა. არავისთვის არ მოგვიტყუებია, თუმცა ეს არ იყო რეკლამა, ეს იყო Product placement ("პროდუქტის განთავსება"). ალბათ, სჯობდა, რომ, მათი სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეგვეკავებინა, გადაგვეღო ეს გმირები", — ამბობს ხოფერია.
ეკა ხოფერიამ არ უპასუხა სლობოდასთან რეკლამის წაშლისა და თანამშრომლებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვებს. მას შემდეგ კი რაც გაიგო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მასალაშიც აისახებოდა, თქვა: "რაც გინდათ, ის დაწერეთ".
ხოფერიასთან საუბრის შემდეგ სლობოდას სადისტრუბუციო კომპანიამ GDM-მა ამ საკითხზე პოზიცის დაფიქსირების სურვილი გამოთქვა. ამის მიუხედავად კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, დავით ფირანიშვილმა თქვა, რომ ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"მე მითხრეს ასეთი რაღაცა, რომ ნეტგაზეთში რაც ეწერა, მსგავსი რაღაცის დაწერას აპირებს On.ge-ო. მაინტერესებდა, უბრალოდ, რა, ის [მასალა] იყო", — ასე ახსნა მან On.ge-სთან კომუნიკაციის სურვილი.
კითხვაზე, რის გამო წაიშალა სლობოდას რეკლამა ჟურნალ სითის ფეისბუქიდან და ვებგვერდიდან, პასუხობს, რომ "დეტალები არ იცის".
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები