მცოცავი ოკუპაცია — დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში არამხოლოდ წარსული, უახლესი ისტორიაც გააცოცხლა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დემნა გვასალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია, რომლის სახელი ყველა კონტინენტზე სმენიათ. ექსცენტრიულმა ხელოვანმა მოდაში ახალი და ამავდროულად რადიკალურად განსხვავებული სტილი დაამკვიდრა, რომელიც ადამიანთა რეალურ ყოფას ასახავს.
გვასალიამ ანდერგრაუნდ საზოგადოების და ახალგაზრდა თაობის ხმა შეიტანა მოდის სამყაროში და პოდიუმი ისევ ხელოვნებად აქცია, რომელსაც მეტყველების და ისტორიის თხრობის უნარი აქვს.
ვინაიდან ის პოდიუმზე არამხოლოდ დიზაინერი, არამედ პუბლიცისტია, ფართო აუდიტორიას თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე დეტალი გაუზიარა და საქართველოს ისტორიაზე უამბო. Vetement-ის გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექცია აფხაზეთის ომსა და 90-იანი წლების მძიმე წარსულს ეხება.
კოლექცია დიზაინერმა 2018 წლის ივლისში წარადგინა, თუმცა დღეს მსოფლიოს ამცნო, რომ მოდაში გადატანილი საქართველოს ტრაგიკული ისტორია 90-იანებში არ დასრულებულა და ოკუპაცია გრძელდება. Vetement-ის ოფიციალურ ინსტაგრამის ანგარიშზე საოკუპაციო ხაზთან გადაღებული მავთულხლართების ფოტო გამოქვეყნდა. ასე ამცნო გვასალიამ მსოფლიოს ოკუპაციაში მყოფი საქართველოს შესახებ უსიტყვოდ.
როგორც უკვე გიამბეთ, Vetements-ის ბოლო კოლექციაში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს და "ოჯახი და ძალადობა" ის მთავარი თემებია, რომლის გარშემოც აიგო კონცეფცია. გვასალიას სამოსი ქართული დამწერლობის პოპულარიზაციასაც ემსახურება. შარვლებსა თუ მაისურებს ქართული სიტყვები აწერია.
თავად დიზაინერი ამბობდა, რომ ამ კოლექციის შექმნისას ჰქონდა შეგრძნება, რომ საკუთარი დოკუმენტური ცხოვრება ტანსაცმელში გადაიტანა:
"იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, ომი იყო. მინდოდა, რომ ჩემი ბრაზის, შიშისა და ტკივილის წინააღმდეგ ამ შოუთი გამოვსულიყავი. ეს ისაა, რაც აქამდე არ მინდოდა, რომ გამხსენებოდა, რადგან ის წარსულში დამაბრუნებდა. გადავწყვიტე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და შემოქმედებითი მხრივ, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ".
სრული კოლექციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები