21 საინტერესო ფაქტი სამეფო კარის თამაშების შესახებ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
აპრილამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა ვინც სამეფო კარის თამაშებს ელოდება, დრო კიდევ უფრო ნელა გადის.
სწორედ ამიტომ, სერიალის ფინალური სეზონის გამოსვლამდე, მოდით გავიგოთ 21 ყველაზე საინტერესო დეტალი ამ საკულტო შოუს შესახებ.
1. ემილია კლარკთან პირველი შეხვედრისას, ჯეისონ მომოა მისკენ ყვირილით გაექანა და რაგბის ილეთით იატაკზე დააგდო
2. ტაივინ ლანისტერის როლის შემსრულებელი თვლიდა, რომ მისი პერსონაჟის ქცევები შვილის მიმართ საშინელება იყო. ამიტომ, გადაღებებს შორის ის გამუდმებით ებოდიშებოდა ტირიონის როლის შემსრულებელ პიტერ დინკლიჯს
3. პიტერ დინკლეიჯი სერიალში ყველა სხვა მსახიობზე მეტჯერ ჩანს
4. როდესაც ჩრდილოეთის სცენებს იღებდნენ, ტემპერატურა ხშირად -28 გრადუსამდე ეცემოდა. ასეთ გარემოში გადაღებების სირთულიდან გამომდინარე, ტორმუნდის როლის შემსრულებელმა გადამღები ჯგუფის წევრებს და მსახიობებს ურჩია, ნორვეგიული კომპანიის, Devold-ის წარმოებული შალის სამოსი ჩაეცვათ
5. სანსას როლის შემსრულებელმა, სოფი ტერნერმა სერიალში მისი კუთვნილი ძაღლი იშვილა და სახლში წაიყვანა
6. პიტერ დინკლიჯი იყო პირველი მსახიობი, რომელიც სერიალში დაამტკიცეს
7. ჯოფრი ბარათეონის როლის შემსრულებელმა, ჯეკ გლისონმა თქვა, რომ მანერები მან გლადიატორიში, ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟისგან აიღო და მისი ჩაღიმება კი გაიმეორა
8. ლინა ჰედის სერსეის როლზე დამტკიცება პიტერ დინკლიჯის დამსახურებაა. სწორედ პიტერმა ურჩია პროდიუსერებს მისი კანდიდატურა. რეალურ ცხოვრებაში ისინი საუკეთესო მეგობრები არიან
9. გვენდოლინ კრისტი იხსენებს, რომ ქოფაკთან ბრძოლის სცენის გადასაღებად, ის 2 თვე ფარიკაობას სწავლობდა
10. სერიალში სერსეისა და ბრონს საერთო სცენები საერთოდ არ აქვთ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ლინასა და ჯერომ ერთმანეთი შეუყვარდათ, შემდეგ კი ერთმანეთს ძალიან ცუდად დაშორდნენ, იმდენად ცუდად, რომ ორივე მათგანმა HBO-ს კონტრაქტში მოსთხოვა დაემატებინა პუნქტი, სადაც ჩაიწერებოდა, რომ სამეფო კარის თამაშებში მათ საერთო სცენა არასდროს ექნებოდათ
11. ივან რეონი, თავდაპირველად ჯონ სნოუს როლზე განიხილებოდა, საბოლოოდ კი სადისტი ბოლტონის როლს გამოჰკრა ხელი
13. როგორც აღმოჩნდა, სამეფო კარის თამაშების დიდ ფანებს შორის არის ბარაკ ობამაც. დავოსის როლის შემსრულებლის, ლაიამ კანინგემის თქმით, მე-5 სეზონს გამოსვლამდე, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი შოუს ერთ-ერთ რეჟისორს დაუკავშირდა და სთხოვა გაემხილა, რა ბედი ელოდა ჯონ სნოუს. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ მათ ობამას ეს თხოვნა შეუსრულეს
14. დინ-ჩარლზ ჩეპმენი მე-3 სეზონში მარტინ ლანისტერის როლს ასრულებს, მომდევნო სეზონებში კი ტომენ ბარათეონოს როლში მოგვევლინა
15. არია სტარკის როლის შემსრულებელი მეისი უილიამსი ამბობს, რომ შეხვედრისას ფანები ხშირად სთხოვენ იმ მოსაკლავი ადამიანების სახელების ჩამოთვლას, რომლებსაც არია გამუდმებით იმეორებს, ამ სიაში კი თავიანთი სახელის დამატებასაც ითხოვენ
16. სერიალის გადაღებები ხშირად 240 დღეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამ პროცესში კი ჩართული იყო 5 ათასზე მეტი ადამიანი
17. ცხენის გული, რომელიც დეინერის ტარგარიანმა დროგოსთან ქორწილისას შეჭამა, რეალურად მხოლოდ ნახევარი კილოგრამი საღეჭი მარმელადია
18. მელისანდრას როლის შემსრულებელს სურდა შოუში სერსეი ლანისტერის როლი მიეღო
19. სანსასა და არიას როლის შემსრულებლები, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი რეალურ ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები არიან
20. იმისათვის რომ მათი სხეულები კიდევ უფრო მიმზიდველი გამოჩენილიყო, სერიალის მსახიობები გადაღებებს შორის შესვენებების დროსაც კი ვარჯიშებს აკეთებდნენ
21. სერიალის პირველი საპილოტე სერია მხოლოდ ათ ადამიანს აქვს ნანახი, იქ სხვა მსახიობებიც კი მონაწილეობენ.
ამავე თემაზე:
- სამეფო კარის თამაშების გამოსვლის თვე უკვე ცნობილია - ნახეთ ამაღელვებელი ვიდეო
- GOT-ის რეჟისორი ფინალზე: Red Wedding არაფერია იმასთან, რაც გელოდებათ
- უკვე ვიცით, როგორ დაიწყება GOT-ის ფინალური სეზონის პირველი სერია
- შონ ბინმა ის ერთი სტარკი დაასახელა, რომელიც სურს, რომ გადარჩეს
- ყველაზე მასშტაბური ფინალი — ყველაფერი, რაც GOT-ის მერვე სეზონზე ვიცით
- ყველა გარდაცვლილი სტარკი GOT-ის ფინალის სპეციალურ ეპიზოდში გამოჩნდება
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები