ბრექსიტის კენჭისყრა გადაიდო — რა ელოდება ბრიტანეთს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, როგორც მოსალოდნელი იყო, 11 დეკემბრის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების კენჭისყრა გადადო. მეიმ აღიარა, რომ თუ კენჭისყრა გაიმართებოდა თემთა პალატა შეთანხმებას მხარს არ დაუჭერდა.
"თუ თქვენ გსურთ მეორე რეფერენდუმი, რომელიც პირველის შედეგებს შეცვლიდა, მაშინ ეს საზოგადოებას ისევ გახლეჩდა. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოთ — ეს ჩვენს ქვეყანას მიაყენებს ზიანს".
როდის გაიმართება კენჭისყრა ჯერ კიდევ უცნობია. ტერეზა მეიმ განმარტა, რომ ზუსტი თარიღი ევროკავშირის პარტნიორებთან საუბრის შემდეგ ექნება. მისივე თქმით, მან გადადო კენჭისყრა, რათა გაემგზავროს ბრიუსელში და ევროკავშირს მოელაპარაკოს და შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. მეი დარწმუნებულია, რომ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხზე გარანტიებს მიიღებს.
სხდომაზე გამოსვლის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ მეის მთავრობამ "მართვის უნარი დაკარგა და დაბნეულია". თვითონ შეთანხმებას, რომლისთვისაც კენჭი უნდა ეყარათ, კორბინმა "ქვეყნისთვისა და ბრიტანული დემოკრატიისთვის მავნე" უწოდა. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ მეის არ შეუძლია თავის წინაშე დასმულ ამოცანებს გაუმკლავდეს, მან უნდა დათმოს ადგილი.
ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებას წინ უძღვოდა 18-თვიანი რთული მოლაპარაკებები ბრიუსელთან. ეს ეხებოდა, როგორც ბრიტანეთის საზღვრებს, ისე მოქალაქეებს გადაადგილებას ბრიტანეთსა და კონტინენტს შორის. ბევრს მიაჩნია, რომ შეთანხმებას, რა სახითაც ახლა არის ის წარმოდგენილი, არც ევროსკეპტიკოსები და არც ბრექსიტის მოწინააღმდეგეები მხარს არ დაუჭერენ.
თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, მაშინ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რომელიც 2019 წლის 29 მარტს დაიწყება, დიდი ბრიტანეთისთვის ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის. მაგრამ თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, მაშინ რამდენიმე სავარაუდო სცენარია მოსალოდნელი.
მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა ევროკავშირიდან გამოსვლის კანონი დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ მთავრობამ 21 დღის ვადაში ახალი გეგმა უნდა შესთავაზოს. თუ პარლამენტი საბოლოოდ მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს, შესაძლოა, რამდენიმე სცენარი გათამაშდეს: დადგეს მეორე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცეს ტერეზა მეის ნდობის საკითხი, დაიწყოს ევროკავშირთან ახალი მოლაპარაკებები, ვადამდელ არჩევნები ჩატარდეს ან ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს. ტერეზა მეი კი ცდილობს, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით განხორციელდეს. მას ადრე უკვე ნათქვამი აქვს, რომ რეფერენდუმი აღარ ჩატარდება, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი საუკეთესო ვარიანტია ქვეყნისთვის.
შეთანხმების ყველაზე საკამათო ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის საზღვარს ეხება. ეს არის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აქვთ. ახლა ეს საზღვარი ნომინალურად არსებობს.
ტერეზა მეიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს.
14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი.
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და სამომავლო ურთიერთობების შეთანხმებას მხარი 25 ნოემბერს დაუჭირეს. შეთანხმება, რომელიც ჯერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. ის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები