ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ნდობის ვოტუმის კენჭისყრის შემდეგ თანამდებობა შეინარჩუნა. კონსერვატიული პარტიის 200-მა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა, ხოლო 117-მა — არა. ტერეზა მეი რჩება პარტიის ლიდერად, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერადაც.
ნდობის ვოტუმის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის 48-მა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა. პარტიის ლიდერის ცვლილებასთან დაკავშირებით კი კენჭისყრა იმავე დღეს გრინვიჩის დროით საღამოს რვა საათზე გაიმართა. კენჭისყრაში მეის გამარჯვების შემდეგ, დეპუტატებს უნდობლობის გამოცხადების საკითხს ერთი წლის განმავლობაში ვეღარ დააყენებენ.
კენჭისყრასთან დაკავშირებით ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თავისი ნებით არ გადადგებოდა და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებდა. მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას მოჰყვება ბრექსიტის გადადება ან საერთოდ მასზე უარის თქმა.
"კონსერვატიული პარტიის ლიდერის ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალსა და შექმნის გაურკვევლობას იმ დროს, როდესაც ამის უფლება არ გვაქვს".
რა გახდა უთანხმოების მიზეზი
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. ის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
უთანხმოების მთავარი მიზეზი, რომელმაც დიდი ბრიტანეთი პოლიტიკურ კრიზისში მოაქცია ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმებაა. ამას წინ უძღვოდა 18-თვიანი რთული მოლაპარაკებები ბრიუსელთან. ეს ეხებოდა, როგორც ბრიტანეთის საზღვრებს, ისე მოქალაქეებს გადაადგილებას ბრიტანეთსა და კონტინენტს შორის.
შეთანხმების ყველაზე საკამათო ნაწილი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის საზღვარს ეხება. ეს არის ერთადერთი სახმელეთო საზღვარი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აქვთ. ახლა ეს საზღვარი ნომინალურად არსებობს.
ტერეზა მეიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს.
14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი. ჯერ კიდევ ამ დროს დეპუტატებმა უნდობლობის ვოტუმისთვის წერილების შეგროვება დაიწყეს, თუმცა საქმე კენჭისყრამდე არ მივიდა.
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და სამომავლო ურთიერთობების შეთანხმებას მხარი 25 ნოემბერს დაუჭირეს. შეთანხმება, რომელიც ჯერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
11 დეკემბერს თემთა პალატაში ბრექსიტის შეთანხმებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა ტერეზა მეიმ ის გადადო. მეიმ აღიარა, რომ თუ კენჭისყრა გაიმართებოდა თემთა პალატა შეთანხმებას მხარს არ დაუჭერდა.
"თუ თქვენ გსურთ მეორე რეფერენდუმი, რომელიც პირველის შედეგებს შეცვლიდა, მაშინ ეს საზოგადოებას ისევ გახლეჩდა. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოთ — ეს ჩვენს ქვეყანას მიაყენებს ზიანს".
ირლანდიისაა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრისთვის მეტი "გარანტიის მისაღებად" მეი ბრიუსელში გაემგზავრა და გემრანიის კანცლერსა და ნორვეგიის პრემიერს შეხვდა. მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ჟან-კლოდ იუნკერთან და დონალ ტუსკთან.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები