დაჯარიმდება პირი, რომელიც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის — კანონპროექტი
პირი, რომელიც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის, დაჯარიმდება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 200-ით. იგივე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი დადგენილ ჯარიმებს 100 ლარით გაზრდის.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შესაბამის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს.
ინიციატივის ავტორების თქმით, საქართველოში არასრულწლოვნებს პიროტექნიკაზე ხელი თავისუფლად მიუწვდებათ, რაც საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.
2018 წლის იანვარში თბილისში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა.
საერთაშორისო პრაქტიკა
საერთაშორისო გამოცდილებით, პიროტექნიკური საშუალებები იყოფა ფეიერვერკებად, თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკურ და პიროტექნიკურ საშუალებებად, რომელიც არ მიეკუთვნება ფეიერვერკს ან თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკას.
სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პიროტექნიკის პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის უფლება-მოვალეობები, მარკირება, შეფასება და ა.შ.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პიროტექნიკის18 წლამდე პირებისთვის მიყიდვა იკრძალება. პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვის, ფლობისა და გამოყენების წესის დარღვევა ისჯება კანონით, ჯარიმა შეადგენს 5000-მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე პირთათვის სამომხმარებლო ფეიერვერკის მიყიდვა ან გაცემა აკრძალულია ფედერალური კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი დასაქმებულია სამომხმარებლო პიროტექნიკის რეალიზაციის ობიექტზე და მას ზედამხედველობას უწევს ობიექტის სრულწლოვანი თანამშრომელი.
ქართული კანონმდებლობა
საქართველოში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე. სისხლის სამართლის კოდექსის კი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესების დარღვევისათვის.
2015 წლის 23 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტით განსაზღვრულია პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვის, გამოყენებისა და რეალიზაციის წესები.
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 27 ივნისს მიიღო კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისათვის.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები