მონური შრომა — უნგრეთში შრომის ახალ კანონს აპროტესტებენ
უნგრეთში შრომის ახალ კანონს საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები მას მონურს უწოდებენ. ახალი კანონის მიხედვით, კომპანიას შეუძლია თანამშრომელი ზეგანაკვეთურად 400 საათი ამუშაოს, კუთვნილი ანაზღაურების გადახდა კი სამი წლით გადაუვადოს.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები ბლოკავდნენ პარლამენტის შენობის კიბეებს.
კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს დეპუტატებმა პარლამენტის დარბაზში. განხილვა სტვენისა და შეძახილების ფონზე წარიმართა.
BBC-ის ინფორმაციით, უნგრეთში აქამდე კომპანიას შეეძლო წელიწადში 250 ზეგანაკვეთური სამუშაო საათი მოეთხოვა. მათთვის, ვინც დღეში რვა საათს მუშაობს, ახალი, 400-საათიანი ზეგანაკვეთური დრო დღეში დამატებით ერთ საათს უდრის, ხოლო წლის ბოლო დამატებით 50 სამუშაო დღეა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიაჩნია, რომ შრომის ახალი კანონი წაადგება როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს.
"ჩვენ უნდა მოვშალოთ ბიუროკრატიული წესები, რათა მათ, ვისაც სურთ მუშაობა და მეტის შემოსავლის მიღება, შეძლონ ამის გაკეთება", — განაცხადა მან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არც პროფკავშირები და არც ოპოზიცია არ ეთანხმება.
გარდა ამისა, პარლამენტმა დაამტკიცა ადმინისტრაციული სასამართლოების შექმნის სისტემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ახალი ორგანო დამოუკიდებელი არ იქნება.
ევროკავშირი უნგრეთს მედიასა და უმცირესობებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მიმდინარე წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა პირველად გადაწყვიტა ევროკავშირის წევრი ქვეყნის, კერძოდ კი, უნგრეთის დასჯა. ევროპარლამენტის ანგარიშში საუბარია უნგრეთში ხელისუფლების შტოების პრინციპების დარღვევაზე, პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვასა და კორუფციაზე.
თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, უნგრეთის მიმართებით კონკრეტული პროცედურები ევროკავშირის დებულების შესაბამისად გაატაროს. ამ შემთხვევაში კი მეშვიდე მუხლით იხელმძღვანელოს, რომელშიც დარღვევის აღმოფხვრის რეკომენდაციებზეა საუბარი. ამავე დროს, უნგრეთს ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ჯერჯერობით არ ემუქრება.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
კომენტარები