გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას ერეკლე მეორის ძეგლთან მაინც ჩაატარებს
გერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად აქციას ერეკლე მეორის ძეგლთან მაინც ჩაატარებენ. ინფორმაცია On.ge-ს ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. გარდა ამისა, თელავის გარდა აქციები გაიმართება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
13 დეკემბერს თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორის ძეგლთან აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა. როგორც ქალაქის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განმარტა, აღნიშნული ადგილი ღონისძიებისთვის არის საჭირო. ნარეკლიშვილის თქმით, ოპოზიციას ალტერნატიულ ტერიტორიად კოსტავას ქუჩაზე, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზეს.
გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათთვის მიუღებელია. მისივე თქმით, ალტერნატიული ტერიტორია ვიწროა და "იმ მასშტაბებს არ აკმაყოფილებს, რა მასშტაბის აქციას იმართება".
"ის პასუხი, რაც მივიღე, არის ჩვენთვის მიუღებელია, რადგან იქ არის საუბარი დაცვის საკითხზე, რომელიც არ არის მერიის კომპეტენცია და ამას შესაბამისმა ორგანომ უნდა გასცეს პასუხი. მოვუწოდებთ, პირიქით, მათ, რომ უზრუნველყონ ჩვენი და იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამენ", — აღნიშნა ბოტკოველმა On.ge-სთან.
ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად თელავში აქციას გამართავენ. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია გაიმართება თბილისში და სხვა ქალაქებშიც, თუმცა არ დააკონკრეტა სად. ვაშაძემ მაშინ განაცხადა, რომ აქცია ქალაქის იმ ადგილას გაიმართება, რომელსაც მათ მუნიციპალიტეტი გამოუყოფს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებენ. მათი პოზიციით, არჩევნებზე გაყალბების უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს. ვაშაძემ მმართველ ძალას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენაც მოუწოდა, თუმცა ხელისუფლებამ მისი შეთავაზება არ მიიღო. ოპოზიციამ ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე, ანუ ინაუგურაციამდე მისცა.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები