მარნეულში ასაკოვანი ქალი თავის სახლში მოკლული იპოვეს. როგორც შსს-მ On.ge-ს უთხრა, სავარაუდო მკვლელი დადგენილია და გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.