ე.წ. ყვითელჟილეტიანები პარიზის ქუჩებში ისევ გავიდნენ
მთავრობის დათმობების მიუხედავად ე.წ. ყვითელჟილეტიანები ისევ პარიზის ქუჩებში გავიდნენ. ხუთი კვირაა, რაც პარიზი პროტესტმა მოიცვა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 120 ადამიანი, რაც წინა კვირებთან შედარებით რამდენჯერმ ნაკლებია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული. ე.წ. ყვითელჟილეტიანები თავიდან საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მათი მოთხოვნები შეიცვალა და ახლა განათლების რეფორმას ითხოვენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციაში 33 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარიზში 3 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა, როცა წინა კვირას იყო 8 ათასი.
სტრასბურგში საახალწლო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი შეწყვიტონ, თუმცა უშედეგოდ.
შაბათის აქციის დროს იყო რამდენიმე დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე მაღაზია და მუზეუმი დაკეტილი იყო, თუმცა ლუვრი და ეიფელი მუშაობას აგრძელებდნენ.
11 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა და მოსახლეობას ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდასა და გადასახადების შემცირებას დაპირდა. მაკრონმა აღნიშნული განცხადება ქვეყანაში რამდენებიმეკვირიანი აქციისა და არეულობის შემდეგ გააკეთა. 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება.
ტელევიზიით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აღიარა, რომ აღშფოთებისა და უკმაყოფილების გრძნობა, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აქვთ, ხშირ შემთხვევაში სამართლიანია.
მან, ასევე, განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება, დაბალშემოსვალიანი პენსიონერებისთვის გადასახადის გაზრდა და ზეგანაკვეთურის დაბეგვრა, აღარ იქნება. ხოლო დამქირავებლები სტიმულირებული იქნებიან იმისკენ, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს პრემია გადაუხადონ, რომელიც ასევე არ დაიბეგრება. თუმცა მაკრონმა უარი თქვა გადასახადი გაეზარდა მდიდრებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკას შეასუსტებს მაშინ, როცა სამუშაო ადგილებია შესაქმნელი.
ე.წ. ყვითელჟილეტიანების პროტესტთან დაკავშირებით მაკრონი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ერიდებოდა, თუმცა სატელევიზო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბევრი საკუთარი ცხოვრების დონით უკმაყოფილოა.
"აღნიშნული სიტუაციის შექმნის გამო პასუხისმგებლობის ნაწილს საკუთარ თავზე ვიღებ. შეიძლება, მე ვქმნიდი შთაბეჭდილებას, რომ სხვა რამე მანაღვლებს, რომ სხვა პრიორიტეტები მაქვს. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ჩემი სიტყვები აწუხებს", — განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში საგანგებო სიტუაციები შეიქმნა და ამის გამოსასწორებლად რეგიონების მერებს შეხვდება.
2019 წელს კი საწვავზე ფასი კიდევ ერთხელ უნდა გაზრდილიყო, რამაც გააბრაზა ე.წ. ყვითელჟილეტიანები — ასეთი ჟილეტი საფრანგეთის ნებისმიერმა მძღოლმა მანქანაში უნდა იქონიოს.
საპროტესტო აქციებში ათი ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები არბევდნენ პარიზის ქუჩებს, მაღაზიებსა და კულტურულ ძეგლებს, ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებსა და საბურავებს. ვანდალური დარბევის მსხვერპლი გახდა ტრიუმფალური თაღიც. პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.
თავდაპირველად საფრანგეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ საწვავზე ფასის ზრდა აუცილებელი იყო, რადგან ეს ხელს შეუწყობდა ეკოლოგიურ მდგომარეობას და ფრანგები კერძო მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდოდნენ. თუმცა 6 დეკემბერს ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მაინც მოუწია და თავის გეგმაზე უარი თქვა.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები