ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციამ კახეთში დააკავა. აღნიშნული ფაქტი On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კირკიტაძე პოლიციამ მაშინ აიყვანა, როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კახეთში პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავებულების მოსანახულებლად მიდიოდნენ.
"საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", — განაცხადა დავით კირკიტაძემ დაკავებისას.
ოპოზიციის ლიდერი და ველისციხეში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს.
დავით კირკიტაძის სახლთან თბილისში პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს.
მოგვიანებით, შს მინისტრის მოადილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.
მისივე თქმით, დავით კირკიტაძე პოლიციელს თავს დაესხა და ასევე, ადგილი ჰქონდა ნივთის დაზიანებას.
დაპირისპირება ველისციხეში
16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.
18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია "უწყვეტ" აქციებს აანონსებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა.
-
გადახედვაირაკლი დგებუაძე: ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული ირაკლი დგებუაძე: ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული
-
გადახედვაგიორგი გახარია: გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა! გიორგი გახარია: გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!
-
გადახედვააჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს აჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს
-
გადახედვაჟურნალისტებმა კანცელარიის შენობაზე ის სტიკერები გააკრეს, რის გამოც ბათუმში მათი კოლეგა მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს ჟურნალისტებმა კანცელარიის შენობაზე ის სტიკერები გააკრეს, რის გამოც ბათუმში მათი კოლეგა მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს
-
გადახედვა"პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, "იზვინი ბრატ", გამოდი და აქაურ "რისეფშენს" ვთხოვ, ამოგიკერონ!" — ირაკლი ზარქუა მოქალაქეს "პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, "იზვინი ბრატ", გამოდი და აქაურ "რისეფშენს" ვთხოვ, ამოგიკერონ!" — ირაკლი ზარქუა მოქალაქეს
-
გადახედვანიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ ნიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ
-
გადახედვადიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ დიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ
-
გადახედვაჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით ჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით
-
გადახედვარესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა ნათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა
-
გადახედვასახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ სახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ
-
გადახედვადაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს დაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება
-
გადახედვაადვოკატი ილონა დიასამიძე: გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით ადვოკატი ილონა დიასამიძე: გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით
-
გადახედვამედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას
-
გადახედვა"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება
-
გადახედვაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
-
გადახედვაგამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს
-
გადახედვამედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
კომენტარები