ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ხმა უნდა აიმაღლოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთის ფედერაცია და ოკუპირებული ტერიტორიებია.
ირაკლი კობახიძემ ტალინში, სემინარზე შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სიტყვით გამოსვლისას იმ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.
"რუსეთის ფედერაციასთან ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს პოლიტიკა 2012 წლიდან შევცვალეთ და მოვახერხეთ, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ახლა გვაქვს არა მხოლოდ უფრო მაღალი დონე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, წვლილი შეგვაქვს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. საქართველო ასრულებს პოზიტიურ როლს რეგიონში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული წარმატების მიღწევა მოხერხდა:
"თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ, უბრალოდ ნულია. არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური პროგრესი და ტენდენცია ნეგატიურია. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა ძალიან სერიოზული დარღვევების მოწმე ვართ, ადამიანთა გატაცება და მკვლელობაც კი, რეგულარულად ხდება. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს", — განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრობლემაა მცოცავი ანექსია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად, ხმა უნდა აიმაღლოს".
"2008 წელს, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი მოხდა, ადამიანთა უმრავლესობა, ალბათ, არ ელოდა, იგივე შეიძლებოდა, სხვა ქვეყნებშიც განმეორებულიყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე მოხდა უკრაინაში. ახლა ჩვენ მოწმენი ვართ მოვლენების პრობლემატური განვითარებისა უკრაინაში, აზოვის ზღვაში. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციის შესაძლო აგრესიაზე და იმედი გვაქვს, რომ გვექნება ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ კუთხით", — განაცხადა კობახიძემ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები