საია: ვენეციის კომისიის დასკვნა პროკურატურასა და სასამართლოში რეფორმების საჭიროებაზე მიუთითებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთელ დაადასტურა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება. ვენეციის კომისიის დასკვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებზე დღეს, 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.
საია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილები, რომლებიც მიუთითებენ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების საჭირებასა და გზებზე, კერძოდ:
- საჭიროა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გახდეს პლურალისტური, მათ შორის, საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უფრო მძლავრი მონაწილეობით;
- საჭიროა გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ფუნქციები მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის: საპროკურორო საბჭოს უნდა ჰქონდეს კომპეტენციები ინდივიდუალური პროკურორების კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გენერალური პროკურორის ანგარიშზე რეაგირების ფუნქცია; ინდივიდუალური პროკურორების გენერალურ პროკურორზე სამსახურებრივი დაქვემდებარების მდგომარეობის დაბალანსების მიზნით საპროკურორო საბჭოს უნდა მიენიჭოს რიგი ფუნქციები.
- მოქმედი კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრული აქვს პროკურატურის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა კანონი არ ადგენს მექანიზმს, რომლითაც საბჭო ამ ფუნქციის შესრულებას მოახერხებს.
პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა და ყველა დონის ინდივიდუალური პროკურორის პირდაპირი დაქვემდებარება გენერალურ პროკურორთან, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, მთავარ ხაზად გასდევს ვენეციის კომისიის დასკვნას.
მათ შორის, არის ასეთი სისტემის შეუსაბამობა პროკურატურის როგორც გარე, ისე შიდა დამოუკიდებლობასთან. ასევე, აღნიშნულია, რომ პროკურატურის სისტემის არსებული სტრუქტურა ხელშემშლელია ამ სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით, ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები ასევე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ის რომ საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; რომ კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ, და სხვა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები