ფოტოები: როგორ შეიცვალა ჩინეთი 40 წელში
40 წლის წინ ჩინეთის მაშინდელმა მმართველმა დენ სიაოპინმა, მაშტაბური ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო. რეფორმები უმთავრესად ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებას გულისხმობდა. ჩინეთმა გეგმიური სოციალისტური ეკონომიკიდან კაპიტალისტური ღია საბაზრო ეკონომიკისკენ აიღო გეზი.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობის ცხოვრება ფუნქციურად სხვა დონეზე ავიდა. ასობით მილიონმა ადამინმა თავი დააღწია კატასტროფულ სიღარიბესა და შიმშილს. ჩინეთი კი დღეს სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და პირველობას მხოლოდ აშშ-ს უთმობს.
როგორ იცვლებოდა ჩინეთი, სურათებით მოყოლილი ისტორია
ბორბალი და უფრო მეტი ბორბალი
ასე გამოიყურებოდა პეკინის მთავარი გამზირი 1978 წელს.
40 წლის შემდეგ განსხვავება აშკარაა, ასე გამოიყურება იგივე გამზირი 2018 წელს.
ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ავტომობილების წარმოება და რაოდენობა ჩინეთში რამდენიმეჯერ გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 300 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილი მოძრაობს. ამავდროულად, შემცირდა ველოსიპედების რაოდენობა.
1978 წელი, პეკინი:
- ავტომობილი — 77 000;
- ველოსიპედი — 5,6 მილიონი.
2018 წელი, პეკინი;
- ავტომობილი — 8,54 მილიონი;
- ველოსიპედი — 2 მილიონი.
ავტომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდისა და ხშირი საცობების გამო, პეკინის ადმინისტრაციამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით სხვადასხვა სახის ლიცენზიები და კვოტები დააწესა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო, ჩინეთში ყოველწლიურად მილიონი ადამიანი კვდება.
ფული, ფული, ფული
ასე გამოიყურებოდა მაღაზიების ვიტრინები პეკინში 1978 წელს.
ასე გამოიყურება რიგითი მაღაზიის ვიტრინა პეკინში დღეს.
ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად შეიცვალა მოსახლეობის სამომხმარებლო ჩვევებიც. ჩინეთის მოქალაქეები ძვირფასი პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მყიდველები არიან.
სამშაბათს ჩინეთის ამჟამინდელმა მმართველმა ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობასა და ამის შედეგად ადამიანების შეცვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
"კუპონები მარცვლეულზე, ხორცზე, თევზზე, ბრინჯზე, ტანსაცმელზე, საწვავსა და წიგნებზე დღეს უკვე ისტორიის მუზეუმის საკუთრებაა და წარსულს ჩაბარდა", — განაცხადა სი ძინპინმა.
ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, პოლიტიკური ელემენტიც. ჩინეთის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდასთან ერთად გაიზარდა მათი გავლენა მსოფლიო ბაზარზეც. რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ბრენდსა და კომპანიას არაერთხელ მოუხდია ბოდიში და დაუხევია უკან ჩინეთის მოსახლეობის მოთხოვნებისა და აზრის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ბრენდები ჩინეთში ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს, სულ უფრო მეტი ჩინელი არჩევანს ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ აკეთებს.
18 დეკემბერს წარმოთქმული სიტყვის დასკვნით ნაწილში, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი სულ უფრო მნიშვნელოვან ცენტრალურ ადგილს იკავებს მსოფლიოს ყოველდღიურობაში და დღევანდელი მდგომარეობით არავის შეუძლია ჩინელ ხალხს რაიმე მითითება მისცეს ან რაიმე აუკრძალოს.
ბავშვები და ოჯახები
1970-იან წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ცხოვრება ბავშვებისთვისაც. 2010-იან წლებში დაბადებული თაობისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატება წინაპრების თაობას.
1978 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩინეთში 66 წელი იყო, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 10 წლით გაიზარდა და 76-ს გაუტოლდა.
ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი:
- 1980 წელი — 66%;
- 2010 წელი — 95%.
40 წლის წინ ჩინელებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო დასასვენებლად საზღვარგარეთ წასვლა. დღეს კი ჩინეთი მსოფლიოში ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა, რომლებიც საზღვარგარეთ მილიარდობით დოლარს ხარჯავენ.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინელი სტუდენტების შანსი მიიღონ უცხოური განათლება. ჩინეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ყველაზე მეტი ინტერნაციონალური სტუდენტის სამშობლო ჩინეთია.
განუხრელად იზრდება იმ ჩინელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ.
მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, არის რაღაც, რისი შეცვლაც მთავრობამ ვერ მოახერხა.
ეკონომიკის ტრანსფორმაციიდან ერთი წლის შემდეგ, 1979 წელს ჩინეთის მთავრობამ წამოიწყო ე.წ. ერთი ბავშვის პოლიტიკა. კანონი კრძალავდა ოჯახისთვის ერთზე მეტი ბავშვის ყოლას. ინიციატივის მიზანი იყო შეემცირებინა მოსახლეობის ზრდა.
მიუხედავად მიღებული კანონისა, შობადობა ქვეყანაში მაინც მაღალი იყო. ხშირი იყო ძალადობრივი აბორტებისა და სტერილიზაციის შემთხვევებიც. ოჯახებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ, ათავისუფლდნენ სამსახურიდან და აჯარიმებდნენ.
ერთი ბავშვის პოლიტიკა ჩინეთში 2015 წელს შეიცვალა და ამჟამად ჩინურ ოჯახს ორი ბავშვის გაჩენის უფლება აქვს. დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ეს კანონი კიდევ უფრო ლიბერალური გახდება, თუმცა ჩინელი მილენიალებისთვის ნათელია, რომ ბევრი ბავშვის ყოლა უფრო მეტ ხარჯსაც გულისხმობს.
კვების ინდუსტრია
ეკონომიკის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ადამიანების კვების რაციონიც.
ასე გამოიყურებოდა პეკინის ცენტრალური ბაზარი 1978 წელს.
ასე გამოიყურება იგივე ბაზრობა დღეს.
40 წლის წინ, ჩინეთში სხვადასხვა სახის ხორცეულზე წვდომა მხოლოდ მაღალ სოციალურ ფენას ჰქონდა. ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზრდა ხორცის მოხმარება ქვეყნის მაშტაბით. წლის განმავლობაში ჩინეთის ერთი მოქალაქე საშუალოდ 40 კილოგრამ ხორცს მოიხმარს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები