2018 წლის პირველ ნახევარში შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაორმაგდა, წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით.

ევროკომისიამ ევროპარლმანეტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მეორე ანგარიში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მოამზადა.

"მაშინ როდესაც 2018 წლის პირველ ნახევარში 9 680 ნაპლიკაცია დარეგისტრირდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ამთი რიცხვი 4 770 იყო", — წერია ანგარიშში.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ 2016-დან 2017 წლამდე საზღვრის კვეთაზე უარის თქმის რიცხვი 200 პროცენტით (810-დან 2 655-მდე) გაიზარდა. მაშინ, როდესაც არალეგალად დარჩენის მცირე ზრდა დაფიქსირდა 2016 წლიდან (5 240) 2017 წლამდე (5 860).

ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევრიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე, საზღვრის კვეთაზე უარისა და არალეგალად დარჩენის შემთხვევების ზრდა იყო.

მონაცემების ზრდა შეეხო ძირითადად ორ ქვეყანას, გერმანიასა და საფრანგეთს. თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი 2016 წელს 14,09 პროცენტი იყო, 2017 წელს კი 5,48 პროცენტამდე შემცირდა.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მიმდინარეობს რეადმისიის სფეროში და ასეც გაგრძელდება. დაბრუნებულთა რიცხვი გაზრდილია 2016 წელთან შედარებით.

ევროკომისიის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფებები საქართველოდან კვლავ ჩართულები არიან ორგანიზებულ კრიმინალში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ გამორჩეულია საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და შვედეთი. ქონებასთან დაკავშირებული დანაშაული კვლავ რჩება მთავარ დანაშაულად, რასაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან. გარდა ამისა, ისინი ჩართულნი არიან ფულის გათეთრებასა და ნარკო-ტრაფიკში.